ნამიქ ქემალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნამიქ ქემალი
Kemalbey.jpg
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1840(1840-12-21)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი თექირდაღი[4]
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1888(1888-12-02)[5] [1] [2] [3] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქიოსი[4]
დასაფლავებულია Bolayır
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი, მწერალი, პოლიტიკოსი და ისტორიკოსი
ენა ოსმალური ენა და თურქული ენა[6]
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
Magnum opus Homeland or Silistra

ნამიქ ქემალი (დ. 21 დეკემბერი, 1840, თექირდაღი — გ. 2 დეკემბერი, 1888, ქ. ქიოსი) — თურქი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. თანზიმათის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, „ახალგაზრდა ოსმანთა საზოგადოების“ მოთავე და ორგანიზატორი. 1867 წელს იძულებული გახდა ევროპაში გახიზნულიყო. არაერთხელ იყო გადასახლებაში და გადასახლებაშივე გარდაიცვალა.

ნამიქ ქემალის ადრეულ ლექსებში იგრძნობა მისტიკის ძლიერი ნაკადი. შემდგომში თანდათან დაინტერესდა ამქვეყნიური ყოფით. მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი დაიკავა პატრიოტიზმა. ნამიქ ქემალმა დივანის ლიტერატურის ფორმებსა და სახეებს ახალი სული შთაბერა. ბოლო პერიოდის პოეზიაზე ევროპულმა აზროვნებამ და ლიტერატურამ მოახდინა გავლენა. ნამიქ ქემალი თურქული რომანის მამამთავარია („ალი-ბეის თავგადასავალი“, 1876; „ჯეზმი“, 1880 ). ავტორია გახმაურებული პიესებისა „სამშობლო ანუ სილისტრე“ (1873), „საწყალი ბავშვი“ (1873), „აკიფ-ბეი“ (1874), „გულნიჰალი“ (1875), „ჯალალედინ ჰარზემ-შაჰი“ (1885).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]