ბარაკ ობამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარაკ ობამა
Barack Obama
ბარაკ ობამაBarack Obama
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 20 იანვარი, 2009
ვიცე-პრეზიდენტი   ჯოზეფ ბაიდენი
წინამორბედი ჯორჯ უ. ბუში

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 იანვარი, 2005 – 16 ნოემბერი, 2008

ილინოისის სენატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 1997 – 4 იანვარი, 2004

დაბადებული 4 აგვისტო, 1961
ჰონოლულუ, ჰავაი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
მეუღლე მიშელ ობამა
პროფესია იურისტი
რელიგია პროტესტანტი
ჯილდოები ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია, 2009
ხელმოწერა Barack Obama signature.svg

ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლ. Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009 წლის 20 იანვრიდან. ნობელის მშვიდობის პრემიის 2009 წლის ლაურეატი. ყოფილი უმცროსი სენატორი ილინოისიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი დემოკრატთა ნომინაციით. პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში; ასევე აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად ის მეხუთე აფრო-ამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩა, და ერთადერთი აფრო-ამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში. მეორე ვადით აირჩიეს 2012 წელს.

2007 წლის თებერვალში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ობამა აქცენტს აკეთებს ერაყში ომის დასრულებაზე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდაზე და საყოველთაო ჯანდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობამა ჰონოლულუში დაიბადა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. ადრეული ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ის შტატ ჰავაიზე გაატარა. ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში, ინდონეზია, ცხოვრობდა დედასთან და ინდონეზიელ მამინაცვალთან ერთად. კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ობამა მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზატორად, უნივერსიტეტის ლექტორად და სამოქალაქო უფლებების ადვოკატად, სანამ ილინოისის სენატში არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, სადაც 1997-2004 წლებში მსახურობდა. 2000 წელს წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ის 2003 წელს აშშ-ის სენატის ადგილისთვის კამპანიას იწყებს.

მომდევნო წელს, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის კანონმდებელი, ობამა სიტყვით გამოდის ივლისის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე. 2004 წლის ნოემბერში ხმების 70%-ით არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.

1992 წელს დაოჯახდა და ორი ქალიშვილი ჰყავს. დაწერილი აქვს ორი წიგნი-ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი „ოცნებები მამაჩემისგან“ (Dreams from My Father), და „იმედის გამბედაობა“ (The Audacity of Hope), პირადი კომენტარი აშშ-ის პოლიტიკაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]