პენსილვანიის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პენსილვანიის უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Pennsylvaniensis
Penn Shield.jpg
Penn campus 2.jpg
დევიზი Leges sine moribus vanae - კანონები მორალის გარეშე უსარგებლოა
დაფუძნდა 1740 (1740)
დამფუძნებელი (-ები) ბენჯამინ ფრანკლინი[1] [2] , Philip Syng[1] , Robert Strettell[1] , William Shippen[1] , James Logan[1] , William Shippen[1] , Tench Francis, Sr.[1] , Phineas Bond[1] , Thomas Lawrence[1] , John Inglis[1] და William Allen[1]
ტიპი კერძო
ფონდები 14 649 762 000[3]
სტუდენტი 26 552[4]
მისამართი 34th & Spruce Street, Philadelphia, PA 19104-6303[4]
ქალაქი ფილადელფია
შტატი პენსილვანია
ქვეყანა აშშ
ტელეფონი +1 (215) 898-5000[5]
კავშირები აივი ლიგა, Association of American Universities, ORCID[6] , Digital Library Federation[7] , Association of Research Libraries[8] , IIIF Consortium[9] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[10] , Center for Research Libraries[11] , Philadelphia Big 5, Coalition for Networked Information[12] , Consortium of Social Science Associations[13] და arXiv[14]
კარნეგის კლასიფიკაცია doctoral university: highest research activity[15] , majority graduate[15] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[15] , four-year, large, primarily residential[15] , four-year, full-time, more selective, lower transfer-in[15] და balanced arts & sciences/professions, high graduate coexistence[15]
აფილაცია Association of American Universities
პენსილვანიის უნივერსიტეტი — აშშ
პენსილვანიის უნივერსიტეტი
upenn.edu

პენსილვანიის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Pennsylvania, მოიხსენიება, როგორც პენი (Penn) ან იუპენი (UPenn)) — კერძო, არასექტარული კვლევითი უნივერსიტეტი ფილადელფიაში, პენსილვანია. დაფუძნდა ბენ ფრანკლინის მიერ 1749 წელს (თუმცა 1899 წლიდან უნივერსიტეტი დაარსების თარიღად აღიარებს 1840 წელს, რადგან ფრანკლინის მიერ პენსილვანიის უნივერსიტეტის გახსნამდე იქ უკვე არსებობდა სასწავლო დაწესებულება). სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი სასწავლებელი და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. ასევე აივი ლიგის წევრია. პენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.

პენის ძირითადი ფოკუსი ინტერდისციპლინარული კვლევითი პროგრამებია. თუმცა ისტორიულად პენის სიძლიერე მისი სამაგისტრო და პროფესიული სკოლები იყო, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საბაკალავრო პროგრამებზეც. პენის სპეციალიზაცია გაერთიანებული ხარისხის პროგრამებია. აქ ასწავლიან ისეთ უნიკალურ საგნებს, როგორიცაა მაგ. ქცევის ბიოლოგიური ბაზისი; მეცნიერების ისტორია და სოციოლოგია; ლოგიკა, ინფორმაცია და გამოთვლითი პროცესები. პენის პოლიტიკით ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერ სამაგისტრო და პროფესიული საგნების ლექციებსაც.

პენის წამყვანი სკოლებია ჰუმანიტარული მეცნიერებანი, იურისპრუდენცია, მედიცინა, განათლება, ინჟინერია და ბიზნესი. პენის ბიზნესის (ვარტონი), არქიტექტურის (დიზაინის სკოლა), კომუნიკაციების (ანენბერგი), მედიცინისა და საფერშლო სკოლები რანგით ამერიკის საუკეთესო ხუთეულშია. პენის იურიდიული, სოციალური პოლიტიკისა და განათლების სკოლები რანგით გამუდმებით საუკეთესო ათეულში ხვდებიან.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდესი ფონდების მომზიდია. ამ მხრივ ის როგორც წესი უნივერსიტეტებში უდიდეს ხუთეულშია ხოლმე. ამასთან, პენს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს რა 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.

U.S. News & World Report-ის მიხედვით 2016 წელს პენი მეცხრეა შტატებში[16] და ასევე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასწავლებელია[17], ამასვე ამბობს The Princeton Review[18]. 2015 წელს USA Today-მ პენსილვანიის უნივერსიტეტს პირველი ადგილი მიანიჭა აშშ-ში[19]. მსოფლიოს მასშტაბით პენი მე-18-ა QS World University Rankings-ზე დაყრდნობით[20], მე-17 Academic Ranking of World Universities-სა[21] და Times Higher Education World University Rankings-ის მიხედვით[22].

პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: უილიამ ჰენრი ჰარისონი, ნნამდი აზიკივე, კვამე ნკრუმა და ალასან უატარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Montgomery T. H. A History of the University of Pennsylvania from Its Foundation to A. D. 1770: Including Biographical Sketches of the Trustees, Faculty, the First Alumni and OthersPHL: George W. Jacobs & Co., 1900.
  2. https://archives.upenn.edu/exhibits/penn-history/brief-history
  3. https://www.nacubo.org/-/media/Nacubo/Documents/EndowmentFiles/2019-Endowment-Market-Values--Final-Feb-10.ashx?
  4. 4.0 4.1 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  5. https://www.upenn.edu/about/contact
  6. https://orcid.org/members/001G000001orc35IAA-university-of-pennsylvania
  7. https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
  8. http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
  9. http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
  10. https://sparcopen.org/who-we-are/members/
  11. http://www.crl.edu/membership/members
  12. https://web.archive.org/web/20200122180935/https://www.cni.org/about-cni/membership/members
  13. https://www.cossa.org/members/
  14. Our Members / Tier 1
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  16. National University Rankings. U.S.News & World Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 21, 2011. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  17. U.S. News Staff. (January 24, 2012) The Most Popular National Universities. Usnews.com. ციტირების თარიღი: March 18, 2012.
  18. „2015 College Hopes & Worries Survey Report“. The Princeton Review. ციტირების თარიღი: 21 March 2016.
  19. „UPenn named best college nationwide for 2015“. USA TODAY College.
  20. QS World University Rankings 2015/16. QS Quacquarelli Symonds Limited. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  21. Academic Ranking of World Universities 2015. ShanghaiRanking Consultancy.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 30, 2015. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  22. World University Rankings 2015-2016. Times Higher Education. ციტირების თარიღი: October 24, 2015.