სალომე ზურაბიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველო
საქართველოს მე–6
საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედი თედო ჯაფარიძე
მემკვიდრე გელა ბეჟუაშვილი

დაბადებული 18 მარტი 1952
პარიზი, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთი, საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა
მეუღლე ჯანრი კაშია
შვილები ვაჟი:თეიმურაზი
ქალიშვილი:ქეთევანი

სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, პარიზი) — საფრანგეთის და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე.

დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. იგი არის დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილი.

დაიბადა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში.

განათლება[რედაქტირება]

1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

სამსახურებრივი საქმიანობა[რედაქტირება]

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრი.

  • 1984-1988 - ვაშინგტონი, საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი
  • 1988-1989 - ვენა,ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი
  • 1989-1992 - ნჯამენა (ჩადი) საფრანგეთის საელჩო, მეორე მრჩეველი
  • 1992-1993 - ბრიუსელი,ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი
  • 1993-1996 - ბრიუსელი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე
  • 1996-1998 - პარიზი, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი
  • 1997-1998 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
  • 1998-2001 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო
  • 2001-2003 - პარიზი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი
  • 2003-2004 - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
  • 2004-2005 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  • 2005- „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი
  • 2006- პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი
  • 2006- საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პროფესორი

2010-გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

მიღწევები[რედაქტირება]

სალომე ზურაბიშვილი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრობის დროს შექმნა „საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ახალი ჯგუფი“, რომლის წევრებიც არიან შემდეგი სახელმწიფოები: უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი,ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი, რომლებიც არიან დამხმარე სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.

გამოცემები[რედაქტირება]

  • 1986 - «Que sais-je: La Georgie» (PUF გამოცემა), პარიზი
  • 2006 - Une femme pour deux pays (Grasset გამოცემა), პარიზი
  • 2006 - საქართველოსკენ (ქართულად), გამომცემლობა იტერა, თბილისი
  • 2007 - სექტემბერი : Quelles frontieres pour l’Europe (Bourin გამოცემა), პარიზი
  • 2008 - აგვისტო : Les cicatrice des Nations (Bourin გამოცემა), პარიზი

სტატიები[რედაქტირება]

  • 2007 – Foreing Policy France #3, April «What is the Russia we want?» (ინგლისურად)
  • 2007 აპრილი - «Societe civile et pouvoir en Georhie» (Gir გამოცემა),(ფრანგულად)
  • 2007 - «La democratisation en Georgie a l’epreuve des elections» (ჟურნალი Ceri Sciences Po)
  • 2007 თებერვალი - «What borders for Europe» (კრებულში «Penser l’Europe», ფრანგულად და ინგლისურად)
  • 2007 მაისი – «Fermer Yalta» # 102 Cahier de Chaillot (გამოცემული იქნა ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ. ფრანგულად და ინგლისურად)
  • 2007 - Russian and global affairs N 2 april 2007 „Kossovo as a positive precedent“ (ინგლისურად და რუსულად)

ფილმები[რედაქტირება]

  • სპეციალური გადაცემა «Envoye special « France 1 (ფრანგულად)
  • «Perpertuum mobile» ბიოგრაფიული ფილმი (მოკლემეტრაჟიანი, 2006. ქართულად)
  • «La malle» ბიოგრაფიული ფილმი (ქართულად)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

საპატიო ჯილდოები[რედაქტირება]

  • საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თედო ჯაფარიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2004 - 2005
შემდეგი:
გელა ბეჟუაშვილი