18 ნოემბერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
<< ნოემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
2013

18 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 322-ე დღე (ნაკიან წლებში – 323-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 43 დღე.


სექციების სია

დღის მოვლენები [რედაქტირება]

  • 1493 : ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა დღევანდელი პუერტო რიკო. მეორე დღეს მან კუძულის მიწაზე დადგა ფეხი და მას სან ხუან ბატისტა დაარქვა.
  • 1626 : წმინდა პეტრეს ტაძარი აკურთხეს რომში.
  • 1883 : ამერიკისა და კანადის რკინიგზები აყალიბებენ ხუთ სტანდარტულ კონტინენტურ სასაათო სარტყელს, რითაც ბოლოს უღებენ ადგილობრივი დროით გამოწვეულ ათასობით გაურკვევლობას.
  • 1905 : დანიის პრინცი კარლი ხდება ნორვეგიის მეფე ჰააკონ VII.
  • 1918 : ლატვია რუსეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1926 : ბერნად შოუ უარს აცხადებს მისთვის ნობელის პრემიით განკუთვნილ ფულზე, აცხადებს რა "შემიძლია ვაპატიო ალფრედ ნობელს დინამიტი, მაგრამ მხოლოდ ადამიანის ფორმით მოვლინებულ სატანას თუ შეეძლო ნობელის პრემიის გამოგონება".
  • 1928 : მოკლე ანიმაციური ფილმი "თბომავალი ვილი" გამოდის, პირველი სრულიად სინქრონიზებული ხმოვანი მულტიპლიკაციური ფილმი უოლტ დისნეისა და უბ ივერკსის მიერ, რომელშიც მეორედ გამოჰყავთ პოპულარული მულტ. გმირები მიკი და მინი მაუსები.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი - ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების 440 თვითმფრინავი ბომბავს ბერლინს. გერმანელებმა მხოლოდ 9 თვითმფრინავის ჩამოგდება მოახერხეს.
  • 1978 : ჯონსთაუნის მასობრივი თვითმკვლელობა - ჯონსთაუნში, გაიანა მოძღვარი ჯიმ ჯოუნსი ტაძარში მოსულ ხალხს მასობრივი თვითმკვლელობისკენ უქადაგებს, რის შედეგადაც 913 ადამიანი იღუპება, მათ შორის 276 ბავშვი.
  • 1985 : ქელვინ და ჰობსი, ბილ ვოტერსონის კომიკსების სერია, პირველად ქვეყნდება.
  • 1991 : სამთვიანი ალყის შემდეგ, სერბები იპყრობენ ხორვატთა ქალაქ ვუკოვარს.
  • 1993 : სამხრეთ აფრიკაში 21 პოლიტიკური პარტია ახალ კონსტიტუციას ამტკიცებს.
  • 1998 : ალის მაკდერმოტი ნაციონალური წიგნის ჯილდოს ფინალისტი ხდება რომანით "მომხიბლავი ბილი".
  • 2001 : ნინტენდო გამოდის ჩრდილოეთ ამერიკაში.
  • 2004 : რუსეთი ოფიციალურად რატიფიცირებას უკეთებს კიოტოს პროტოკოლს.
  • 2011 : ბელარუსი, რუსეთი და ყაზახეთი ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელს 2015 წელს მოაწერენ.

ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]

ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]

დღესასწაულები [რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

სხვა თვეები:

იანვარი  • თებერვალი  • მარტი  • აპრილი  • მაისი  • ივნისი  • ივლისი  • აგვისტო  • სექტემბერი  • ოქტომბერი  • ნოემბერი  • დეკემბერი

მუქი ტექსტი