23 დეკემბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | დეკემბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||
| 2013 | ||||||
23 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 357-ე დღე (ნაკიან წლებში – 358-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 8 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 619 : ბონიფაციუს V რომის პაპი გახდა.
- 1493 : ნიურმბერგის ქრონიკების გეორგ ალტის გერმანული თარგმანი გამოიცა.
- 1514 : დაარსდა კუბის ქალაქი ტრინიდადი
- 1888 : ვინსენტ ვან გოგმა მარცხენა ყურის ქვემო ნაწილი მოიჭრა, საროსკიპოში წაიღო და მეძავ ქალ რახელს მისცა.
- 1913 : აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი შეიქმნა.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი - მაგდაბას ბრძოლა - მოკავშირეები თურქეთის ძალებს ამარცხებენ ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე.
- 1947 : პირველი ტრანზისტორის დემონსტრაცია განხორციელდა ბელ-ლაბში.
- 1953 : დახვრიტეს ლავრენტი ბერია, სსრკ-ის სახ. უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი.
- 1954 : პირველად ადამიანის თირკმელის ტრანსპლანტაცია განხორციელდა ექიმ ჯოზეფ მიურეის მიერ პიტერ ბენტ პრაიემ ჰოსპიტალში, ბოსტონი, მასაჩუსეტსი.
- 1958 : მსოფლიოს უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კოშკი - ტოკიოს ტელეანძა გაიხსნა.
- 1970 : მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ტაუერი დასრულდა 1368 ფუტის ნიშნულზე, რითაც იგი მსოფლიოს უმაღლესი შენობა გახდა.
- 1972 : ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას 6.5 ბალის მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც 10.000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
- 1977 : ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
- 1979 : საბჭოთა ჯარები იპყრობენ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს.
- 1990 :სლოვენიის მოსახლეობის 88% რეფერენდუმში იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
- 2004 : მაკერის კუნძულზე სამხრეთ ოკეანეში 8.1 ბალის მიწისძვრა დაფიქსირდა.
- 2008 : გვინეის პრეზიდენტის ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მცირე ხანში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა.
- 2009 : პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჰიჯრა ცალკე სქესად აღიარეს.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 245 : ზენობია - პალმირის დედოფალი
- 1537 : იოანე III - შვედეთის მეფე
- 1750 : ფრიდრიხ ავგუსტ I - საქსონიის მეფე
- 1777 : ალექსანდრე I - რუსეთის მეფე
- 1790 : შამპოლეონი, ჟან ფრანსუა - ფრანგი ეგვიპტოლოგი
- 1878 : წერეთელი, მიხეილ - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
- 1910 : მარუაშვილი, გიორგი - ქართველი პარაზიტოლოგი
- 1918 : ჰელმუტ შმიდტი - გერმანიის კანცლერი
- 1933 : აკიჰიტო - იაპონიის მმართველი იმპერატორი
- 1968 : სანდრა რულოფსი – საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე
- 1994 : ბერა ივანიშვილი - ქართველი მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 679 : დაგობერტ II - ფრანკების მეფე
- 1907 : ჟანსენი, პიერ ჟიულ სეზარ - ფრანგი ასტრონომი
- 1908 : ბენაშვილი, ანდრია - ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე
- 1948 : ტოძიო ჰიდეკი - იაპონელი გენერალი.
- 1953 : ბერია, ლავრენტი - სსრკ-ს პოლიტიკური მოღვაწე
- 1959 : ჰალიფაქსი, ედუარდ - ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე.
- 2004 : ნარასიმჰა რაო - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ვახტანგ III
- მინა, ერმოგენი და ევგრაფი
- ჰემელი პაფლაგონელი
- ღირსი თომა
- ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი:ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა - სერბეთის მთავარნი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |