ემზარ კვიციანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანი — ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში, რომელიც ბოლო დრომდე კოდორის ხეობას აფარებდა თავს.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მისი სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ამჟამინდელ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]