ვიკიპედიიდან
საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს. 1992-1995 წლებში საქართველოს უმაღლეს ხელისუფალს სახელმწიფოს მეთაური ერქვა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აღდგენილ იქნა 1995 წელს. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად:
 |
«საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.»
|
|
|
პრეზიდენტის ინაუგურაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირადღეს ტარდება. პრეზიდენტი ფიცს დებს ღვთისა და ერის წინაშე:
 |
«მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებთ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!»
|
|
|
[რედაქტირება] საქართველოს პრეზიდენტები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში