ნინო ბურჯანაძე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე
საქართველო
საქართველოს პარლამენტის
საქართველო
მე–3 სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი 2004 – 7 ივნისი 2008
პრემიერ-მინისტრი   ლადო გურგენიძე
წინამორბედი ზურაბ ჟვანია
მემკვიდრე დავით ბაქრაძე

საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის
საქართველო
მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ნოემბერი 2007 – 20 იანვარი 2008
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე
წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი
მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ნოემბერი 2003 – 25 იანვარი 2004
პრემიერ-მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე
ზურაბ ჟვანია
წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი

დაბადებული 16 ივლისი ,1964 (1964-07-16) (ასაკი 45)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო
მეუღლე ბადრი ბიწაძე
შვილები ვაჟები:ანზორი
რეზო

ნინო ბურჯანაძე (დ. 16 ივლისი, 1964, ქუთაისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის აპრილამდე. დაიბადა თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში.


სექციების სია

[რედაქტირება] განათლება

  • 1981 - დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
  • 1986 - უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში.

[რედაქტირება] სამეცნიერო საქმიანობა

  • 1990 - დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
  • გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ საკითხებზე.


[რედაქტირება] სამსახურებრივი საქმიანობა

  • 1991-დან - მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.
  • 1991-92 - საქართველოს ეკოლოგიის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი.
  • 1992-95 - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერეთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი.
  • 1995-დან - საქართველოს პარლამენტის წევრი.
  • 1995-98 - საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-99 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე.
  • 2000-2001 - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
  • 1995-1998 - დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი.
  • 1999-2002 - ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე.
  • 1998-2000 - არჩეული იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, 2000 წლიდან არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი.
  • 2001, ნოემბერი - შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
  • 2001, ნოემბერისაქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2004 წლის აპრილამდე).
  • 2003, ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2004 წლის იანვრამდე).
  • 2004, აპრილი - არჩეულია საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ.
  • 2007, ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2008 წლის იანვრამდე).


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


წინამორბედი:
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
(მოვალეობის შემსრულებელი)

2003 – 2004
შემდეგი:
მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედი:
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
(მოვალეობის შემსრულებელი)

2007 – 2008
შემდეგი:
მიხეილ სააკაშვილი

კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსი ქალები

პირადი ხელსაწყოები