დიდი ჯიხაიში

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
დიდი ჯიხაიში
ნამოსახლარი გორიკა
ნამოსახლარი გორიკა
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ადრეული სახელები ჯიხაიში
ზღვის დონიდან 40
მოსახლეობა 4552 [1] კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები

დიდი ჯიხაიში - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 12 კილომეტრი, ქუთაისიდან 20 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4552 კაცი.

დიდი ჯიხაიში წყაროებში პირველად ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) რუკებზეა აღნიშნული, შემორჩენილია რამდენიმე გორა-ნამოსახლარი, ე. წ. „გორიკა“.

სექციების სია

[რედაქტირება] განათლება

სოფელში არის ორი საჯარო სკოლა, ორი ბაგა-ბაღი და ერთი პროფესიული სწავლების ცენტრი და ერთი სამუსიკო სკოლა.

[რედაქტირება] N1 საჯარო სკოლა

Jixaisis-pirveli-skola.jpg

სკოლა დიდ ჯიხაიშში დაარსდა 1873 წელს. თავდაპირველად ორკლასიანი სასწავლებელი მოგვიანებით ოთხკლასიანად გადაკეთდა. სწავლების ენა იყო რუსული. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში აქ არსებობდა პროგიმნაზია და გიმნაზია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ფუნქციონირებდა 7 წლიანი სკოლა, რომელიც 1931 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად. 2006 წელს ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლას შეუერთდა ყაზბეგის უბანში არსებული N2 საბაზო სკოლა.

ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა მდებარეობს სოფლის ცენტრში. სკოლა 3 სართულიანია და გაანგარიშებულია 400 მოსწავლეზე. ძსკოლის ტერიტორია შეადგენს 29470 მ2. შენობის ფართობი - 1735,7 მ2. ს სკოლის საერთო ფართობია 5/77 კვ.მ - 0,5 ჰა. სკოლაში სულ მუშაობს 19 პედაგოგი და განათლებას ღებულობს 120 ბავშვი. ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში სწავლობს 405 მოსწავლე. მუშაობს 48 მასწავლებელი

[რედაქტირება] N3 საჯარო სკოლა

გიორგი ნიკოლაძის სახელობის №3 სკოლა დაარსდა 1943 წ. თავდაპირველად იგი იყო ოთხწლედი, სადაც წლების განმავლობაში სწავლობდნენ წერა-კითხვის არმცოდნე ასაკოვანი ადამიანებიც. მოგვიანებით სკოლა გადაკეთდა საბაზოდ.

[რედაქტირება] პროფესიული სასწავლებელი

Didi-jixaishi-niko-nikoladzis-saxelobis-mraval-dargovani-profesiuli-centri.jpg

დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც 1923 წელს თავისი კარმიდამო საზოგადოებრივ სარგებლობაში გადასცა სოფელს და სწორედ აქ 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად. 1967 წელს მას მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი. 1993 წელს სასოფლო - სამეურნეო ტექნიკუმი გადაკეთდა აგრარულ-ეკონომიურ კოლეჯად.

2007 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ის გარდაქმნა სსიპ დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრად და შეუერთა ყოფილი სამტრედიის მრავალდარგოვანი ლიცეუმი, კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯი და ვანის პროფესიული სასწავლებლი. [2]

სასწავლებლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და დღესაც ითვლება სპორტი. სასწავლებეთან მოქმედებს ფრენბურთელ ქალტა გუნდი "ჯიკო", რომელიც ფრენბურთში საქართველოს რვაგზის ჩემპიონია. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების ბირთვს "ჯიკოს" მოთამაშეები შეადგენენ.

[რედაქტირება] მუზეუმი

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

სოფელში დაიბადნენ ქართველი პუბლიცისტი, ნიკო ნიკოლაძე და მისი შვილი, ქართველი სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1947 წლის 29 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. 1951 წლის 1 ივლისს ის საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 1958 წელს მუზეუმის ერთ ოთახში განთავსდა ნიკო ნიკოლაძის ვაჟის გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა. 1972 წლიდან იმართება ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულად "ნიკოობა" - "ნიკო ნიკოლაძის დღედ". მუზეუმი დღიდან დაარსებისა დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანმა დაათვალიერა.

მუზუმი განთავსებულია ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 1886 აშენდა და შემდეგ სამჯერ გადაკეთდა. სახლმა საბოლოო სახე 1910-იან წლებში მიიღო შვედი არქიტექტორის ფრიდის პროექტის მიხედვით. სახლი გადახურულია მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით, რომელიც რამდენიმე ადგილას სარკმლის მოვალეობასაც ასრულებს. სახლის აივნები, მარანი, სარდაფი და სხვა მოგებულია ევროპიდან ჩამოტანილი, რუსეთის იმპერიაში სახლმშენებლობაში პირველად გამოყენებული ბეტონით.

დღეს მუზეუმის ფონდი მოიცავს 1340-ზე მეტ ძირითად ექსპონატს. მუზეუმს აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი და ბიბლიოთეკა.

მუზეუმში უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს საქართველოში პირველი და ერთადერთი ქარის ძრავა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ 1910 წელს ააგო. ამ ნაგებობით წყალი მექანიკურად ამოიტუმებოდა ჭიდან და ყველა შენობა-ნაგებობასა და ნათესებს წყლით ამარაგებდა. ასევე აღსანიშნავია პარიზში ნიკოლაძის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მზის საათი სოფელ ჯიხაიშისთვის, რომელზეც აღნიშნულია სოფლის მერიდიანები. სხვა ნივთებს შორისაა ნიკოლაძის მიერ სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ბერლინიდან, დრეზდენიდან, ლონდონიდან, კოპენჰაგენიდა, ცინცინატიდა, პარიზიდან, ჩამოტანილი საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო ნივთები.

მუზეუმის ეზოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნიკოს მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ენდემური ჯიშის ხეები: სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი სექვოია, ამერიკული კაკლის ხე, საპნის ხე, კორპის მუხა, ჰიმალაის კედარი, ვაზის სხვადასხვა ფრანგული ჯიშები.

[რედაქტირება] რელიგია

სოფლის მოსახლეობა მართლმდადიებელი ქრისტიანია. სოფელში სამი ეკლესია მოქმედებს.


დიდი ჯიხაიშის ეკლესიები
დიდი ჯიხაიშის ეკლესია
ეკლესია ყაზბეგის უბანში
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია

[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

დიდ ჯიხაიშში გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი იმერული ესკიზები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დიდი ჯიხაიში

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 2002 წლის აღწერის შედეგები
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს N1111 ბრძანება, 15.11.2007
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები