ზურაბ ჭიაბერაშვილი
| ზურაბ ჭიაბერაშვილი | ||
![]() |
||
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 2012 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური | |
| წინამორბედი | ანდრია ურუშაძე | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 2003 – 2004 | ||
| პრეზიდენტი | ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი | |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია | |
| წინამორბედი | ნანა დევდარიანი | |
| მემკვიდრე | გურამ ჩალაგაშვილი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 2004 – 2005 | ||
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია | |
| წინამორბედი | ივანე ზოდელავა | |
| მემკვიდრე | გიგი უგულავა | |
|
|
||
| დაბადებული | 6 ივნისი, 1972 თბილისი, |
|
| მოქალაქეობა | საქართველო | |
| ეროვნება | ქართველი | |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
| პროფესია | ფილოსოფოსი | |
ზურაბ ჭიაბერაშვილი (დ. 6 ივნისი, 1972, თბილისი) – ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში“. 1997-1998 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ პრეს-მდივნად. 1998 – 2002 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ევროპულ სკოლაში (ESM). 2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.
[რედაქტირება] პოლიტიკური კარიერა
„სამართლიანი არჩევნები აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასების პროცესში. ორგანიზაციამ არჩევბი უარყოფითად შეაფასა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი.
2005 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში.
2012 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰყავს მეუღლე ნინო ლაკვეხელიანი და ორი შვილი: გიორგი და მარიამი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||
