20 თებერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | თებერვალი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | |||
| 2013 | ||||||
20 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 51-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 314 დღე (ნაკიან წელში - 315).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 395 : ბეთლემში პირველი დედათა მონასტერი დაარსდა
- 1547 : ედუარდ VI ინგლისის მეფე გახდა.
- 1864 : ამერიკის სამოქალაქო ომი : ოლუსტეს ბრძოლაში (სურათზე) კონფედერატებმა დაამარცხეს შეერთებული შტატები.
- 1872 : ნიუ-იორკში გაიხსნა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
- 1902 : ფუტურიზმის დაბადება: იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ „ფუტურისტის მანიფესტი“ გამოაქვეყნა ფრანგულ ჟურნალში ფიგარო.
- 1942 : ლეიტენანტი ედვარდ ო'ჰარი გახდა მეორე მსოფლიო ომში პირველი ამერიკელი მფრინავი-ასი.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი : აშშ-მა აიღო კუნძული ენიტოკი.
- 1962 : ჯონ გლენმა შეასრულა პირველი ამერიკული კოსმოსური გაფრენა.
- 1986 : ორბიტაზე გაყვანილ იქნა საბჭოთა კოსმოსური სადგური „მირი“.
- 1988 : მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „მიმართვაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ-ის უმაღლეს საბჭოებს ოლქის სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში გადასაყვანად“, რაც ყარაბაღის ომის დაწყების საბაბი გახდა.
- 2009 : ლატვიის პრემიერ-მინისტრი ივარს გოდმანისი გადადგა მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან გაუმკლავებლობით გამოწვეული კრიტიკის გამო.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1844 : ბოლცმანი, ლუდვიგ - ავსტრიელი ფიზიკოსი
- 1866 : ვესტმანი, კარლ - შვედი არქიტექტორი
- 1882 : ჰარტმანი, ნიკოლაი - გერმანელი ფილოსოფოსი
- 1885 : ისიკავა ტაკუბოკუ - იაპონელი პოეტი
- 1904 : კოსიგინი, ალექსეი - სსრკ-ის პრემიერ-მინისტრი
- 1914 : ბარამიძე, კონსტანტინე - ქართველი მეცნიერი
- 1920 : ალბრეხტი, კარლ - გერმანელი მრეწველი
- 1927 : ბალავაძე, ვახტანგ - ქართველი მოჭიდავე
- 1943 : ალექსანდროვი, ალექსანდრე პავლეს ძე - საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი
- 1967 : კობეინი, კურტ - ამერიკელი როკ მუსიკოსი და მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1054 : იაროსლავ ბრძენი - კიევის კნიაზი
- 1431 : მარტინ V - რომის პაპი
- 1821 : გაიოზ რექტორი - ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი
- 1919 : ჰაბიბულა - ავღანეთის ამირა 1901-იდან
- 1960 : ვული, ლეონარდ - ინგლისელი არქეოლოგი
- 1969 : ანსერმე, ერნესტ - შვეიცარიელი დირიჟორი
- 1972 : გიოპერტ-მაიერი, მარია - გერმანელი ფიზიკოსი
- 1993 : ლამბორგინი, ფერუჩიო - იტალიელი მრეწველი
- 2000 : სობჩაკი, ანატოლი - რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |