ნოე რამიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე რამიშვილი
ნოე რამიშვილი
Flag of Georgia (1990-2004).svg
საქართველოს დემ. რესპ.
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg

1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი 1918 – 24 ივნისი 1918
მემკვიდრე ნოე ჟორდანია

დაბადებული 1881
რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი 7 დეკემბერი 1930
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტია რსდმპ(1902-1918)
სსდპ(1918-1930)
შვილები აკაკი რამიშვილი
ნინო რამიშვილი
რელიგია მართლმადიდებელი


ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი (დ. 1881 - გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის, მენშევიკური ფრთის წარმომადგენელი. ცნობილი იყო ასევე პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ.

კარიერა[რედაქტირება]

1902 წელს შევიდა სოციალ–დემოკრატების პარტიაში, II ყრილობაზე პარტიის გაყოფის შემდეგ იყო მენშევიზმის აქტიური მხარდამჭერი. რსდმპ V ყრილობაზე (ლონდონი, 1907) აირჩიეს ცკ–ის წევრად მენშევიკებისგან. 1910 წელს რსდმპ საოლქო კომიტეტის წევრი თბილისში. რეაქციის წლებში რამიშვილი ლიკვიდატორი, ხოლო I მსოფლიო ომის დროს „ობორონეცი“ იყო. თებერვლის ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ–ის წევრი და მენშევიკური გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრად 1917-1918 წწ, იმავე წლის 22 აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად.

26 მაისს, აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ. სადაც იმავე წლის 24 ივლისს შეცვალა ნოე ჟორდანიამ, ხოლო ნოე რამიშვილი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინსტრად, პარალელურად 1919-1921 წწ განათლებისა და სამხედრო მინისტრი და დამფუძნებელი კრების წევრია.

ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა თავისი მკაცრი რეაქციის გამო 1918 და 1919 წწ გლეხთა გამოსვლებზე, რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის თებერვალ–მარტში, რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, თუმცა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შუწყვეტია. იყო 1924 აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი.

რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში. 1930 წელს, ის მოკლეს პარიზში ქართველი ემიგრანტის მიერ, ბოლშევიკების დავალებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]