რუსლან გაჯიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსლან გაჯიევი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1978 (1978-01-01) (46 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. აზიზქენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება აზერბაიჯანელი
პარტია ქართული ოცნება
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

რუსლან გაჯიევი (დ. 1 იანვარი, 1978, სოფ. აზიზქენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ) — იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2002 წლებში მარნეულის გამგეობის სოციალური განყოფილების სპეციალისტი; 2002-2006 წლებში მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006-2009 წლებში შპს „HA-ს“ მარნეულის ფილიალის დირექტორი; 2010-2011 წლებში შპს „VG-ს“ მარნეულის ფილიალის დირექტორი; წარმატებით ჩააბარა სკოლის დირექტორისა და პედაგოგის გამოცდები საგანმანათლებლო რესურსცენტრში; 2011 წელს ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი; 2011-2014 წლებში ქ. მარნეულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი; 2014 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 56,31% მიიღო (11 707 ხმა).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შედეგები 2016