ვიკიპედიიდან
23 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 327-ე დღე (ნაკიან წლებში – 328-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 38 დღე.
- 1492 : ესპანეთის მეფე ფერდინანდმა ებრაელთა ქონება სამეფო საკუთრებად გამოაცხადა.
- 1793 : პარიზის ქალაქის კომუნამ ყველა ეკლესია დახურა.
- 1852 : ინგლისში პირველი საფოსტო ყუთები შემოიღეს.
- 1936 : გამოვიდა ამერიკული ჟურნალის "ლაიფი" პირველი ნომერი.
- 1943 : დაინგრა დოიჩე ოპერნჰაუზი ბისმარკშტრასეზე ნერლინის ხარლოტენბურგის უბანში. 1961 წელს რესტავრირებულ შენობას დოიჩე ოპერ ბერლინი დაარქვეს.
- 1954 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალე პირველად იხურება 1929 წლის კრახამდე მიღწეული პიკის ნიშნულზე მაღლა.
- 1959 : საფრანგეთის პრეზიდენტი გენერალი შარლ დე გოლი სტრასბურგში გამოსვლისას აცხადებს მის ხედვას "ევროპისთვის, ატლანტიკიდან ურალამდე".
- 1971 : ჩინეთის სახახლო რესპუბლიკის წარმომადგენლები პირველად ესწრებიან გაეროს სხდომას, როგორც ჩინეთის წარმომადგენლები.
- 1980 : მძლავრი მიწისძვრების სერიამ სამხრეთ იტალიაში 4800 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1981 : ირან-კონტრას სკანდალი - რონალდ რეიგანი ხელს აწერს საიდუმლო ეროვნული უშიშროების გადაწყვეტილების დირექტივას (NSDD-17), რომლითაც უფლებას აძლევს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დაიქირავოს და მხარი დაუჭიროს კონტრას ამბოხებულებს ნიკარაგუაში.
- 1981 : ჩინეთში დაშვებულ იქნა კერძო ბიზნესი.
- 1990 : პირველი ქალთა ექსპედიცია სამხრეთ პოლუსზე (3 ამერიკელი, 1 იაპონელი და 12 რუსი) იწყება ანტარქტიკის ნაპირიდან 7- დღიან 1287 კმ-იან სათხილამურო მარშრუტში.
- 2003 : ვარდების რევოლუცია - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით გამოწვეული მასობრივი პროტესტების ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: