მაია ფანჯიკიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 5 ნოემბერი, 2014
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედი გრიგოლ ვაშაძე
მემკვიდრე თამარ ბერუჩაშვილი

მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2012-2014)
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია პედაგოგი, დიპლომატი

მაია ფანჯიკიძე (დ. 16 ოქტომბერი, 1960) — ქართველი პედაგოგი, დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე.[1][2]

საქმიანობა[რედაქტირება]

ფანჯიკიძე წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1983-1994 თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი; 1988-1994 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1993-1994 გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2001-2002 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 2002-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2004 წლის თებერვლიდან მარტამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2004-2007 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში; 2010–2011 გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; „ევროპული სკოლის“ და სკოლა „ლოგოსის“ გერმანული ენის მასწავლებელი; 2012 წლის დეკემბრიდან – ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი.[3]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2012 – 2014
შემდეგი:
თამარ ბერუჩაშვილი