ზვიად კვაჭანტირაძე
| ზვიად კვაჭანტირაძე | |
| დაბ. თარიღი : | |
|---|---|
| დაბ. ადგილი : | |
| მოქალაქეობა : | |
| ეროვნება : | |
| რელიგია : | |
| პარტია : | |
| შვილები : |
2 |
ზვიად კვაჭანტირაძე (დ. 7 მაისი, 1965, ოზურგეთი) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სტამბოლში 2004-2009 წლებში [1]
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაამთავრა ოზურგეთის N2 საშუალო სკოლა. 1990 წელს დაამთავრა იაროსლავლის უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი. 1993 წელს იყო პირველი ქართული PR კომპანიის, „თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის“ (TPRC) თანადამფუძნებელი. 1994 წელს მოიპოვა კარლ დუისბერგის სტიპენდია და 1994-1995 წლებში ისწავლა კარლ დუისბერგის კოლეჯში (კიოლნი, გერმანია) სოციალური საბაზრო ეკონომიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
1996 წლის მარტში დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში. იყო ევროპული ინტეგრაციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში. 2000-2004 წლებში იყო ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის გენერალური მდივანი. 2004-2009 წლებში იყო საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სტამბოლში.
პირადი და ოჯახური ცხოვრება [რედაქტირება]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საუბრობს ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე.