ცოტნე ზურაბიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცოტნე ზურაბიანი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1984 (1984-09-28) (39 წლის)
დაბადების ადგილი წყალტუბო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

ცოტნე ზურაბიანი (დ. 28 სექტემბერი, 1984, წყალტუბო) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით.

2004-2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტი“, ადამიანის უფლელებების დაცვის მიმართულება; 2009-2010 წლებში სწავლობდა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა; 2010-2011 წლებში სწავლობდა ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ეკონომიკისა და ევროპული კანონმდებლობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა; 2012-2013 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; 2014 წელს უშაობდა ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი; 2015 წელს კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩევლად. არის 4 პუბლიკაციის ავტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 52,91% მიიღო (14 017 ხმა).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]