გოჩა ენუქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა ენუქიძე
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1962 (1962-04-08) (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ამბროლაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
შვილ(ებ)ი 2
ambrolauri.majoritarian.ge

გოჩა ენუქიძე (დ. 8 აპრილი, 1962, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს დაამთავრა ქ. როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი, ხოლო 1998 წელს — ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.

1979-1982 წლებში მუშაობდა თბილისის „ტრიკოტაჟის“ თეთრეულის საწარმოო გაერთიანება. 1984-1985 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1985-1989 წლებში სწავლობდა როსტოვის რკინიგზის საინჟინრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში. 1989-1995 წლებში იყო კოოპერატივ „ალფას“ თავმჯდომარე. 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1995-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ბენზინგასამართ კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]