პეტრო პოროშენკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 7 ივნისი, 2014
პრემიერ-მინისტრი   არსენი იაცენიუკი
წინამორბედი ალექსანდრე ტურჩინოვი

ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მარტი, 2012 – 24 დეკემბერი, 2012
პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი
წინამორბედი ანდრეი კლიუიევი
მემკვიდრე იგორ პრასოლოვი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ოქტომბერი, 2009 – 11 მარტი, 2010
პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო
ალექსანდრე ტურჩინოვი
წინამორბედი ვლადიმირ ხანდოგი
მემკვიდრე კონსტანტინ გრიშჩენკო

დაბადებული 26 სექტემბერი, 1965
ბოლგრადი, უკრაინა
პოლიტიკური პარტია სოლიდარობა
მეუღლე მარინა პოროშენკო
შვილები 4
განათლება კიევის უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებელი
საიტი http://www.poroshenko.com.ua/

პეტრო პოროშენკო (უკრ. Петро Олексійович Порошенко; დ. 26 სექტემბერი, 1965, ბოლგრადი)[1]უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, მილიარდელი. Forbes-ის უკანასკნელი მონაცემებით (მარტი 2014), უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის მას მე-7 ადგილი უჭირავს $1,3 მილიარდით[2]. VII მოწვევის უკრაინის სახალხო დეპუტატი, უფრაქციო. „უკრპრომინვესტის“ დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი. მართლმადიდებელი[3].

უკრაინის სახალხო დეპუტატი 1998-2005 და 2006- 2007 წლებში. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი 2005 წლის თებერვალ-დეკემბერში. უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე 2007-2012 წლებში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 2009-2010 წლებში. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი 2012 წლის მარტ-დეკემბერში.

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს როდესაც გახდა უმაღლესი რადის წევრი. 2014 წელს ევრომაიდანის დროს მხარი პროტესტანტებს დაუჭირა. მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რომელშიც წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამარჯვებას მიაღწია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე მარინა პოროშენკო და ოთხი შვილი: ალექსეი (1985), ევგენია (2000), ალექსანდრა (2000) და მიხეილი (2001). ევგენიას და ალექსანდრას ნათლიები არიან ვიქტორ იუშჩენკო და ოქსანა ბილოზირი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]