გრიგოლ ვაშაძე
| გრიგოლ ვაშაძე | ||
![]() |
||
| საგარეო საქმეთა მინისტრი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 6 დეკემბერი, 2008 – 25 ოქტომბერი, 2012 | ||
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი | |
| მემკვიდრე | მაია ფანჯიკიძე | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 ნოემბერი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008 | ||
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი | |
| მემკვიდრე | ნიკოლოზ რურუა | |
|
|
||
| დაბადებული | 9 თებერვალი, 1974 |
|
| მოქალაქეობა | ||
| ეროვნება | ქართველი | |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | |
| მეუღლე | ნინო ანანიაშვილი | |
| განათლება | მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი | |
| პროფესია | დიპლომატი | |
გრიგოლ ვაშაძე (დ. 19 ივლისი, 1958, თბილისი) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის 6 დეკემბრიდან — 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
გრიგოლ ვაშაძე დაიბადა თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.
1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR".
2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს, 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნით. 2008 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
ჰყავს მეუღლე ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი – ნოდარი და ელენე[1]. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს[2]. მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ვაშაძის ბიოგრაფია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ A Swan Takes Flight, interview of Nina & Gregory by Paul Lieberman. Los Angeles Times Magazine, June 21, 2000, published at ananiashvili.com. Accessed on May 4, 2008.
- ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბიოგრაფია; წაკითხვის თარიღი: 3/18/2011
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: ეკა ტყეშელაშვილი |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 - 2012 |
შემდეგი: მაია ფანჯიკიძე |
