13 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
13 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 286-ე დღე (ნაკიან წლებში – 287-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 79 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 1307 : საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზის ბრძანებით ტამპლიერთა ორდენის ყველა რაინდი შეიპყრეს, მოგვიანებით კი ერეტიკოსობის ბრალდებით აწამეს.
- 1792 : ვაშინგტონში საძირკველი ჩაიყარა თეთრის სახლისთვის.
- 1845 : ტეხასის რესპუბლიკის ამომრჩევლებმა კენჭი უყარეს ტეხასის ახალ კონსტიტუციას, რომელიც აშშ-ის კონგრესის დამტკიცების შემთხვევაში, მას აშშ-ის შტატად აქცევდა.
- 1880 : ტრანსვაალი დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1921 : ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო ახლად ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის.
- 1923 : თურქეთის დედაქალაქი კონსტანტინოპოლიდან ანკარაში გადადის.
- 1943 : იტალიის ახალი მთავრობა მოკავშირეთა მხარეზე გადადის და გერმანიას ომს უცხადებს.
- 1944 : სსრ კავშირის ჯარებმა ქ. რიგა დაიკავეს.
- 1946 : საფრანგეთი მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუციას იღებს.
- 1995 : "მაიკროსოფტმა" Windows 95 გამოუშვა.
- 2008 : ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრუგმანი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ეკონომიკის დარგში.
- 2012 : ბოტსვანის უზენაესმა სასამართლომ ქალებს საკუთრების მემკვიდრეობით მიღების კონსტიტუციური უფლება მიანიჭა.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 709 : კონინი — იაპონიის იმპერატორი;
- 1162 : ლეონორა ინგლისელი — ესპანეთის დედოფალი;
- 1883 : ვარლამ ხუროძე — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი (გ. 1939);
- 1895 : ჯემალ გიურსელი — თურქეთის საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის პრეზიდენტი, გენერალი (გ. 1966);
- 1921 : ივ მონტანი — ფრანგი მომღერალი (გ. 1991);
- 1925 : მარგარეტ ტეტჩერი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990;
- 1933 : მარკ ზახაროვი — რუსი რეჟისორი;
- 1934 : ნანა მუსკური — ბერძენი მომღერალი;
- 1943 : ნანა ალექსანდრია — მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი;
- 1988 : გულვერდ თომაშვილი — ქართველი ფეხბურთელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 54 : კლავდიუსი — რომის იმპერატორი;
- 1282 : ნიჩირენი — იაპონელი ბუდისტი მოღვაწე;
- 1706 : იასუს დიდი — ეთიოპიის იმპერატორი;
- 1815 : იოახიმ მიურატი – საფრანგეთის მარშალი;
- 1825 : მაქსიმილიან I — ბავარიის მეფე;
- 1897 : ჰაიდენჰაინი, რუდოლფ — გერმანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი (დ.1834);
- 1905 : ირვინი, ჰენრი — ბრიტანელი მსახიობი და რაინდი;
- 1955 : მანუელ ავილა კამაჩო — მექსიკის პრეზიდენტი;
- 1987 : ბრატაინი, ვალტერ — ამერიკელი ფიზიკოსი;
- 1989 : კოსტავა, მერაბ — ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი;
- 1990 : ლე დუკ თო — ვიეტნამელი გენერალი;
- 2003 : ბროკჰაუსი, ბერტრამი — კანადელი ფიზიკოსი.
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- გრიგოლ ეპისკოპოსი
- რიფსიმე, წმინდა გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული
- წმინდა მიხეილი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |