ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
ხელმძღვანელობა
ლიდერი გოჩა ჯოჯუა
ისტორია
დაფუძნდა თებერვალი, 2008
პოზიციები
იდეოლოგია ქრისტიან-დემოკრატია
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია IDU-ს სრული წევრი [1]
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობამემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია დააფუძნეს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა 2008 წლის თებერვალში. პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა პირველივე არჩევნებში. 2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში ისინი გავიდნენ მესამე ადგილზე, მიიღეს ხმათა 8,66 % და 6 მანდატი პარლამენტში.

პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში. ამ არჩევნებში პარტია უკვე მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 11,9 %-ით. პარტიის შედეგები უკეთესი იყო რეგიონებში, ვიდრე თბილისში. 2010 წლის საკრებულოში პარტია სამი მანდატით იყო წარმოდგენილი — ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია და კახა ბროკიშვილი, რომელმაც ინგა გრიგოლია შეცვალა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა.[2]

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია, მართალია, გავიდა მესამე ადგილზე, მაგრამ მიიღო ხმათა 2,04% და დარჩა პარლამენტს მიღმა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, მიიღო ხმათა 1,06% და გავიდა მეხუთე ადგილზე. ამის შემდეგ, 2014 წლის მარტში გიორგი თარგამაძე წავიდა პოლიტიკიდან.[3] პარტიის ლიდერი გიორგი ახვლედიანი გახდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ხმები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2008 საპარლამენტო 8.66% მოიპოვა მანდატები
2010 ადგილობრივი 11.9%
2012 საპარლამენტო 2.04% ვერ გადალახა ბარიერი
2013 საპრეზიდენტო 1.06%
2018 საპრეზიდენტო 0.12%

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქ.დ.მ. IDU -ს სრული წევრი გახდა
  2. „თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს“. პუბლიკა. 20 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს