ლგბტ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლგბტ გამომცემლობები, პრაიდ აღლუმები, და მსგავსი ღონისძიებები, მაგალითისთვის როგორიც იყო ბოლონიის პრაიდ 2008 იტალიაში, დაამკვიდრა „ლგბტ“ აკრონიმი, ნაცვლად იმისა, რომ რეგულარულად დაემატებინათ ახალი ასოები და ამ ასოების ახალ სახელში განთავსებაზე კამათი გამოეწვია.

ლგბტ (ინგლ. LGBT) — აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაში ესბოსელების, ეების, ისექსუალებისა და რანსგენდერების აღსანიშნავად შეიქმნა. ტერმინი 1990-იანი წლებიდან გამოიყენება და „ლგბ“ აბრევიატურის ადაპტაციაა, რომელმაც 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან „გეი“-ს ჩანაცვლება დაიწყო, ეს უკანასკნელი იმ დროს მთლიანად ლგბტ-საზოგადოებას უკავშირდებოდა, [1] ასეთი სახელცვლილება გამოწვეულ იქნა გავრცელებული აზრით, რომ „გეი საზოგადოება“ არ წარმოადგენდა ყველა იმ სექსუალურ უმცირესობას, ვისზეც იგი ვრცელდებოდა.[2] აშშ-ში და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში აბრევიატურა შემდგომში ძალიან პოპულარული გახდა სექსუალური უმცირესობების თვითაღნიშვნისთვის და მიღებულ იქნა სექსუალობაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცენტრის უმრავლესობის და მედიის მიერ.[3] იგი აგრეთვე ისეთ ქვეყნებშიც გამოიყენება, რომლის ენაშიც ეს აბრივიატურა მრავალმნიშვნელოვანია, ასეთია მაგალითად საფრანგეთი.

აბრევიატურა ლგბტ-ს დანიშნულებაა ხაზი გაუსვას სექსუალობაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული კულტურების მრავალფეროვნებას, ხანდახან გამოიყენება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არაჰეტეროსექსუალი ან არაცისგენდერია, ნაცვლად ექსკლუზიურად იმ ხალხის მიმართ ვინც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერია.[2][4] ამ დანართის ასაღიარებლად, პოპულარული ვარიანტია ასობგერის დამატება მათთვის, ვინც საკუთარ თავს კუირად თვლის და/ან საკუთარ ლგბტქ ორიენტაცია ეჭვის ქვეშ აყენებს. ტერმინი ლგბტქ 1996 წლიდანაა დარეგისტრირებული.[5]

ის თუ რამდენად ღიად აღიარებენ ან არ აღიარებენ საკუთარ თავს ლგბტ პირები, დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობენ თუ არა ისინი დისკრიმინაციაულ გარემოში, ისევე, როგორც იმაზე თუ რა სტატუსი აქვს ლგბტ უფლებებს იქ სადაც ისინი ცხოვრობენ.[6]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლგბტ&oldid=2713655“-დან