31 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||
| 2012 | ||||||
31 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 304-ე დღე (ნაკიან წლებში – 305-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 61 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 475 : რომულუს ავგუსტულუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 1517 : პროტესტანტული რეფორმაცია - მარტინ ლუთერი თავის 95 თეზისს ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აქვეყნებს.
- 1864 : ნევადა აშშ-ის 36-ე შტატი გახდა.
- 1876 : ტროპიკულმა ციკლონმა ინდოეთში 200.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1892 : ართურ კონან დოილი აქვეყნებს შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებს.
- 1922 : 39 წლის ასაკში ბენიტო მუსოლინი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა.
- 1940 : მმო - ბრიტანეთის ბრძოლა დასრულდა - გაერთიანებულმა სამეფომ გერმანიის ბრიტანეთში შეჭრა აღკვეთა.
- 1941 : 14 წლის მუშაობის შემდეგ მაუნ რაშმორის კვეთა დასრულდა.
- 1954 : ალჟირის ომი დამოუკიდებლობისთვის - ალჟირის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტი საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდა.
- 1956 : სუეცის კრიზისი - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ეგვიპტის დაბომბვას იწყებენ, სუეცის არხის გახსნის იძულებისთვის.
- 1961 : იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს.
- 1984 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მოკლა ორმა სიხმა დაცვის თანამშრომელმა (ნიუ-დელიში დაწყებული არეულობის შედეგად მოგვიანებით 2000 უდანაშაულო სიხი დაიღუპა).
- 2010 : მუშათა პარტიის კანდიდატი დილმა რუსეფი ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- 2011 : იუნესკო გაეროს პირველი სააგენტოა, რომელმაც პალესტინას წევრის სტატუსი მიანიჭა.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1345 : ფერნანდუ I - პორტუგალიის მეფე
- 1391 : დუარტე I - პორტუგალიის მეფე
- 1421 : ვლადისლაუს I - პოლონეთის მეფე
- 1705 : კლიმენტ XIV - რომის პაპი
- 1821 : ჰავლიჩეკ-ბოროვსკი, კარელ - ჩეხი პოეტი, პუბლიცისტი
- 1835 : ბაიერი, ადოლფ ფონ - გერმანელი ქიმიკოსი
- 1872 : თუმანიშვილი, გიორგი - ქართველი ინჟინერი
- 1887 : ჩან კაი-ში - ჩინეთის პოლიტიკური ლიდერი
- 1892 : ალიოხინი, ალექსანდრე - რუსი მოჭადრაკე
- 1902 : ბათიაშვილი, ირაკლი - ქართველი ენტომოლოგი
- 1922 : ნოროდომ სიჰანოუკი - სინგაპურის მეფე
- 1925 : პოპლი, ჯონ ანტონი - ინგლისელი ქიმიკოსი
- 1961 : მულენი, ლარი - ირლანდიელი მუსიკოსი (U2)
- 1964 : ვან ბასტენი, მარკო - ნიდერლანდელი სპორტსმენი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1214 : ელეანორა ინგლისელი - ალფონსო VIII-ს მეუღლე, კასტილიის დედოფალი
- 1448 : იოანე VIII პალეოლოგი - ბიზანტიის იმპერატორი
- 1517 : ფრა ბარტოლომეო - იტალიელი მხატვარი
- 1723 : კოსიმო III მედიჩი - ტოსკანის ჰერცოგი
- 1732 : ვიქტორ-ამადეუს II - სავოის მეფე
- 1926 : ჰუდინი, ჰარი - ამერიკელი ილუზიონისტი
- 1984 : განდი, ინდირა - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება] დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის