საქართველოს ლეიბორისტული პარტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
დაფუძნდა 1995
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
ფერები                 
შტაბ-ბინა ივ. ჯავახიშვილის ქ. 88, თბილისი, საქართველო
www.labour.ge

საქართველოს ლეიბორისტული პარტია — მემარცხენე-ცენტრისტული პარტია საქართველოში. 1995 წლიდან დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პოლიტიკური პარტიაა, ხოლო მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი 2003 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლიდერი იყო.

ისტორია[რედაქტირება]

ყველაზე დიდ წარმატებებს ლეიბორისტულმა პარტიამ მიაღწია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1998 და 2002 წლებში. ამ უკანასკნელ არჩევნებზე პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, თუმცა, პოლიტიკური პროცესების განვითარების შემდეგ დარჩა 16 მანდატი 49-დან. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 6.82% და ვერ გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი. 1999 წლის მონაცემებით პარტიას 90 ათასი წევრი ჰყავდა, აქედან აქტიური - 15 ათასი.

ლეიბორისტულმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი ვარდების რევოლუციას. პარტია 2004 წელს ბევრმა წევრმა დატოვა (15%-17%) და მისმა პოპულარობამ იკლო. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა მხოლოდ 3.89% მიიღო და ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. მიუხედავად ამისა, პარლამენტში მაინც იყო 4 მაჟორიტარი დეპუტატით წარმოდგენილი. პარტიის ისტორიაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო.

2005 წლის მარტში პარტიას შეუერთდა დემოკრატიული სახალხო კავშირი ნესტან კირთაძის მეთაურობით. 2005 წლის 1 ოქტომბის შუალედურ არჩევნებში ლეიბორისტული პარტია თანამშრომლობდა ოპოზიციურ პარტიებთან პარტია "თავისუფლებასთან", "ახალ მემარჯვენეებთან", კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან. 2006 წლის თვითმმართველობების არჩევნებში საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა 6.42%, მაგრამ მანდატების ანგარიშგასაწევი რაოდენობა ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ მოიპოვა.

2007 წელს ლეიბორიტები იყვნენ წევრები ოპოზიციური გაერთიანებისა ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო და მასთან ერთად მართავდნენ ნოემბრის აქციებს. მაგრამ ამის შემდგომ გამოეყვნენ მას და 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინეს შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა. პარტიის ლიდერმა მიიღო ხმათა 6,49%.დაახლოებით ისეთივე შედეგი მიიღეს ლეიბორისტებმა 2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში. მათ 4 მანდატი მიიღეს. ლეიბორისტულმა პარტიამ, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ბრალი დასდო ხელისუფლებას არჩევნების გაყალბეაში. მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მათ უარი არ თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე, თუმცა ბოიკოტი გამოუცხადეს მას. ლეიბორისტულმა პარტია მონაწილეობდა 2009 წლის აპრილსა და მაისში წარმობულ საპროტესტიო აქციებში, რომლის მიზანიც მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო, თუმცა არ იყო მისი ორგანიზატორი და პარტიის ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებდა მასზე. [1]

პარტია არ მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში.

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება]

პარტია მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ტრადიციული კულტურული ღირებულებების და ცხოვრების წესის განმტკიცება-შენარჩუნებას. ამასთან, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იქნეს ყველა სხვა რელიგიური დენომინაციის უფლებები.

საგარეო ურთიერთობები[რედაქტირება]

საგარეო პოლიტიკაში ლეიბორისტული პარტია გამოდის საქართველოს მიერ ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის წინააღმდეგ, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრეა. რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პარ­ტი­ას და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა აქვს. მე­სა­მე ვა­დით არ­ჩე­ვის შემ­დეგ პუ­ტინს ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ამ მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

საშინაო პოლიტიკაში ლეიბორისტული პარტიიის მიზნებია უფასო ჯანმრთელობის დაცვა, უფასო განათლება და უფასო სოციალური მომსახურება. ასევე აქტიურად აყენებს კომუნალური გადასახადების შემცირების და სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვილი მოსამსახურეების სოციალური დაცვის საკითხებს. პარტია ეწინააღმდეგება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და მიწის პრივატიზაციას. პარტია ითხოვს უკანონოდ პრივატიზებული საწარმოების ნაციონალიზაციას და მცირე და საშუალო ბიზნესის სუბსიდირებას. ლეიბორისტული პარტია ერთადერთი მემარცხენე ძალა საქართველოში. პარტიის შექმნა გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში სოციალურად დაუცველი ფენის წარმოქმნამ განაპირობა. პარტიამ წარმოადგენს მძიმე სოციალურ პირობებში ჩავარდნილი საშუალო კლასის ინტერესებს . ამიტომაც, პარტიის ელექტორატი, ძირითადად, ხანდაზმულია.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება]

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის 1995 წელს მიიღეს; მცირედი ცვლილებები 1998 და 2002 წლებში განიცადა, თუმცა საბაზისო პრინციპები თითქმის არ შეცვლილა. ლეიბორისტული პარტია სხვა პარტიებთან შედარებით საკმაოდ მარტივი ორგანიზაციული სტრუქტურით გამოირჩევა. პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი რგოლი ცენტრალური ოფისია; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი პარტიის ყრილობასა და პოლიტიკურ კომიტეტზე მიიღება.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოვალეობას წარმოადგენს: წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტიკური კომიტეტის არჩევა. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური კომიტეტი, რომელიც 25 წევრისგან შედგება. მას ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა და ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბოს. კომიტეტის ყოველდღიურ საქმიანობას ბიურო და მდივნები წარმართავენ. უმაღლესი შიდაპარტიული თანამდებობა პარტიის თავმჯდომარეობაა. იგი წარმოადგენს პარტიას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ და ხელს აწერს პარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს. მას ასევე შეუძლია მართოს პარტიის ფინანსური სახსრები და ქონება.

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო უბნების მიხედვით იქმნება და იმ შემთხვევაში არსდება, თუ უბანში პარტიას სამი აქტივისტი მაინც ჰყავს. მას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მისი მთავარი ფუნქციაა ახალი წევრების გაწევრიანება, აგიტაცია-პროპაგანდა და პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ წევრების ინფორმირება. საშუალოდ 8-12 პირველადი ორგანიზაცია ერთ საკურატორო ზონაში ერთიანდება.

ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების მთავარი რგოლი რაიონული ორგანიზაციებია. ისინი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე პარტიული მუშაობის წარმართვას ხელმძღვანელობენ. რიონულ ორგანიზაციები აერთიანებენ პირველად ორგანიზაციებსა და საკურატორო ზონებს. რაიონულ ორგანიზაციის თავმჯდომარეს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პოლიტიკური კომიტეტი . პარტიის წევრები იხდიან საწევრო გადასახადს, რაც 30 თეთრს შეადგენს. შემოსავლი თანაბრად ნაწილდებ რაიონულ და ცენტრალურ ოფისებს შორის.

1997 წლიდან არსებობს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და გამოიცემა ბიულეტენი "ლეიბორისტი". პარტიის ძირითადი სტრუქტურული ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქალთა საბჭო. ქალთა საბჭო, ანუ პედაგოგთა საბჭო, ძირითადად, სკოლებისა და ბაგა-ბაღის მასწავლებლებს აერთიანებს. მათი მთავარი მოვალეობა მრავალშვილიან დედათა, სოციალურად დაუცველ ოჯახთა აღწერა და პრობლემების შესწავლაა.

პარტია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI). ამ ორგანიზაციის მიერ დაარსებულ საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში გადიან გადამზადებას ლეიბორისტული პარტიის აქტივისტები.პარტია ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ვესტმისტერისა და ალფრედ მოზერის ფონდების, ასევე დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. პარტია ესწრაფვის სოციალისტურ ინტერნაციონალსა და ევროპელ სოციალისტთა პარტიასთან გაერთიანებას.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება]

პარტიის მიერ მიღებული ხმები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
1999 საპარლამენტო 7.19% მოიპვა მანდატები
2003 საპარლამენტო 12,4% არჩევნების შედეგები გაუქმდა
2004 საპარლამენტო 6.11% ვერ მოიპვა მანდატები
2006 ადგილობრივი 6.55%
2008 საპრეზიდენტო 6.4% კანდიდატი შალვა ნათელაშვილი
2008 საპარლამენტო 7.41% მოიპოვა მანდატები
2010 ადგილობრივი ---- არ მონაწილეობდა
2012 საპარლამენტო 1,24% ვერ გადალახა ბარიერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: «საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები» CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6

სქოლიო[რედაქტირება]

  1. აპრილის აქციები ორგანიზატორი პარტიები .