ირმა ინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინაშვილი.
ირმა ინაშვილი
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1970 (1970-07-06) (53 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
საქმიანობა ჟურნალისტი, პოლიტიკური მოღვაწე

ირმა ინაშვილი (დ. 6 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი 2014 წლიდან. საქართველოს პარლამენტის IX და X მოწვევების დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1993–2005 წლებში იყო სახელმწიფო ტელევიზია „პირველი არხის“ მთავარი რედაქტორი, 2003–2010 წლებში — მედია-კავშირ „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი, 2010–2012 წლებში — ამავე კომპანიის პროგრამების დირექტორი, 2013–2014 წლებში — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2018 წლის 14 მაისიდან — განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 21 მაისამდე იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[1] სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა გოჩა თევდორაძესთან და გიორგი ლომიასთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.[2]

საპატიო წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი;
  • ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი;
  • აფხაზეთის ომის ვეტერანი;
  • ჟურნალისტური პრემია „ოქროს ფრთა“;
  • გიორგი სააკაძის მედალი პროფესიული თავდადებისთვის;
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მედალი პროფესიული სიმამაცისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
  2. „პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა“. netgazeti.ge. 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)