ბადრი ბასიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადრი ბასიშვილი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1977 (1977-01-20) (47 წლის)
დაბადების ადგილი კეხვი, ცხინვალის რაიონი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება „ლეგია და კომპანიას“ უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბადრი ბასიშვილი (დ. 20 იანვარი, 1977, სოფ. კეხვი, ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ღირსების ორდენი კავალერი (2013).

2004 წელს დაამთავრა „ლეგია და კომპანიას“ უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2004-2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი, ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩეველი; 2006–2008 წლებში ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2008-2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი №85 ლიახვის საარჩევნო ოლქიდან (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსათვის“), პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, ტერიტერიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი. 2012-2013 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე. 2020 წლის 17 იანვრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩაანაცვლა ნიკა მელია[1]), პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აგრეთვე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1][2] მან ხმების 27,96% (20790) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]