ზურაბ ჟვანია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ჟვანია
Zurab zhavnia senate.JPG
პოლიტიკოსი
ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

9 დეკემბერი, 1963

დაბადების ადგილი

თბილისი

გარდაცვალების თარიღი

3 თებერვალი, 2005

გარდაცვალების ადგილი

თბილისი


ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე), ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

J1.jpg

ზურაბ ჟვანია დაიბადა 9 დეკემბერს, 1963 წელს ქ. თბილისში. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“ (1988), ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.

1992 წელს გახდა ევროპელ ,,მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს. ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ (იხ. ვარდების რევოლუცია), პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ჟვანიას ბიუსტის გახსნა პარლამენტში

ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით ?!). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ,,ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.”

ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა.

ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


წინამორბედი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2005 – 2007
შემდეგი:
ზურაბ ნოღაიდელი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე