ზურაბ ნოღაიდელი
ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
| ეს ბიოგრაფიული სტატია ან განყოფილება დაწერილია რეზიუმეს სტილში. გთხოვთ დაგვეხმაროთ და ჩაასწოროთ იგი მიუკერძოებლობის და ენციკლოპედიურობის პრინციპების გათვალისწინებით. |
- 1988 - დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
- 1988-89 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი.
- 1989-1990 - ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი.
- 1989-92 - მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.
- 1992-1995 - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
- 1995-1999 - საქართველოს პარლამენტის წევრი.
- 1996-97 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
- 1999, ნოემბერი - საქართველოს პარლამენტის წევრი, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე (2000 წლის მაისამდე).
- 2000, მაისი - 2001, 1 ნოემბერი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
- 2002-2003 - სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
- 2003, აპრილი - ნოემბერი - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი.
- 2003, ნოემბერი - 2005, თებერვალი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
[რედაქტირება] საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2005 წელს ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტზე ნორაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა.
ამის შემდეგ ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და დაიწყო პარტიის - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ჩამოყალიბება. ნოღაიდელის პარტიის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ის განსაკუთრებით აქტიურობს აჭარასა და გურიაში. 2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ[1][2][3] ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა ფინანსური პრობლემის გამო, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა[4][5]. მოგვიანებით ზურაბ ნოღაიდელმა განცხადება გააკეთა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით[6].
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ “მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები რიგგარეშე ყრილობას გამართავენ“, რუბრიკა პოლიტიკა, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 2010-12-22. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10.
- ↑ “”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობას 23 დეკემბერს გამართავს“, ნიუსი, რუბრიკა პოლიტიკა, პირველი არხი, 2010-12-21. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10.
- ↑ “ნატო ხოხიაშვილი: "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობის ჩატარება საკუთარი სახსრებით უზრუნველვყავით"“, საინტერესო სააგენტო პირველი, 2010-12-23. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10.
- ↑ “ჭადრაკის სასახლეში "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს“, ნიუსი > პოლიტიკა, GeoNews.ge, 2010-12-23. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10.
- ↑ “ზურაბ ნოღაიდელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დაატოვებინეს“, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი, 2011-01-11. წაკითხვის თარიღი: 2011-01-11.
- ↑ “ნოღაიდელი ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს“, Daily News Online, Civil.Ge, ახალი ამბები საქართველოდან. წაკითხვის თარიღი: 2011-01-14.
| წინამორბედი: ზურაბ ჟვანია |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 – 2007 |
შემდეგი: ლადო გურგენიძე |