გელა ბეჟუაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელა ბეჟუაშვილი (დ. 1 მარტი 1967) - საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი 2008 წლის თებერვლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება]

  • 1991 – დაამთავრა ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უკრაინის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია.
  • 1997 – დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ), რის შემდგომაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
  • 2003 – სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში (აშშ). არის სახელმწიფო მართვის მაგისტრის კანდიდატი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
  • 1996 – დაჯილდოვებულია აშშ-ს მთავრობის სტიპენდიით.
  • 1998 – დაჯილდოვებულია გაერო-ს სტიპენდიით.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება]

  • 1991-1993 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე.
  • 1993-1996 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
  • 1997-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.
  • 2000-2004 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
  • 2004 - საქართველოს პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი.
  • 2004-2005 - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნი.
  • 2005 - 2008 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
  • 1998-2000 - აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ სტრუქტურებთან:იყო ევროპის საბჭოს სახელმწიფო მრჩეველთა კომოტეტის ექსპერტი საერთაშორისო სამართლის სფეროში (CAHDI); ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის ექსპერტი (GMS); ევროპის საბჭოს ეროვნული უმცირესობათა დაცვის კომიტეტის ექსპერტი (DH-MIN); ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტი (საკონსტიტუციო სამართალი).
  • 1999 - იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი BSEC-ის მაღალი დონის ოფიციალურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე, ქ. სტამბოლში, ქ. სალონიკსა და ქ. კიშინიოვში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრთა კონფერენციებზე ქ. კიშინიოვში.
  • 1997-1999 - იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
  • 2000 - ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და წიგნი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. გელა ბეჟუაშვილი დასახელებულ იქნა 2004 წლის ადამიანად აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მიერ.

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით თევზაძე
თავდაცვის მინისტრი
2004
შემდეგი:
გიორგი ბარამიძე
წინამორბედი:
ივანე მერაბიშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2004 – 2005
შემდეგი:
ლევან ჭოლაძე
წინამორბედი:
სალომე ზურაბიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
2005 – 2008
შემდეგი:
დავით ბაქრაძე
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: