დავით X
| დავით X | |
![]() |
|
| ქართლის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1505 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1525 |
| წინამორბედი: | კონსტანტინე II |
| მემკვიდრე: | გიორგი IX |
| დაბ. თარიღი: | 1482 |
| გარდ. თარიღი: | 1526 |
| გარდ. ადგილი: | თბილისი |
| მეუღლე: | 1.ნესტან-დარეჯანი (მირანგული) 2.თამარი |
| შვილები: | 3 ქალიშვილი და 5 ვაჟიშვილი 1.ლუარსაბ I 2. დიმიტრი 3.ბეჟანი 4.ადარნასე 5.რამაზი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | კონსტანტინე II |
| დედა: | თამარი |
დავით X (გ. 1526), ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე.
მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). 1513, როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. 1518 ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. 1522 დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯამბურია გ., ქსე, ტ. 3, გვ. 336, თბ., 1978
| წინამორბედი: კონსტანტინე II |
ქართლის მეფე 1505 - 1525 |
შემდეგი: გიორგი IX |
|
|||||||||||
