ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
სოფელი
ვერონა
|
ვერონა — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე გომბორის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, საგარეჯოდან 60 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 94 კაცი.[1]
სოფელში მდებარეობს უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს თავის წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“ მოხსენიებული აქვს, როგორც ვერენის ციხე.[2]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 374, თბ., 1979 წელი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ საქართველოს 2002 წლის აღწერა.
- ↑ გაზ. „კვირის პალიტრა“, 6–12 დეკემბერი, 2010, №49 (853), გვ. 41.
|
||||||||||