ოთარაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ოთარაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი კოჭბაანი
კოორდინატები 41°51′06″ ჩ. გ. 45°08′31″ ა. გ. / 41.85167° ჩ. გ. 45.14194° ა. გ. / 41.85167; 45.14194
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 19[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,5 %
აზერბაიჯანელები 10,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოთარაანი — საქართველო
ოთარაანი
ოთარაანი — კახეთის მხარე
ოთარაანი

ოთარაანისოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 920 მეტრი, საგარეჯოდან 43 კილომეტრი.

სოფელში შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. აქედან ერთ-ერთი, ჩრდილოეთის ეკლესია, სწორკუთხედითაა დასრულებული; როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად სამსხვერპლოს დანიშნულებას ასრულებდა. ბაზილიკას დასავლეთ მხარეს ყრუ გარსშემოსავლელი აქვს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 8 3 5
2014[1] 19 9 10

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II