პოლი სემსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლი სემსონი
დაბ. თარიღი 29 აპრილი 1962(1962-04-29) (55 წელი)
დაბ. ადგილი ლონდონი
საქმიანობა სიმღერების ავტორი, ჟურნალისტი, მწერალი და რომანისტი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
მეუღლე დევიდ გილმორი
საიტი pollysamson.com

პოლი სემსონი (ინგლ. Polly Samson, დ. 29 აპრილი, 1962) — ინგლისელი ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოგრაფი, დაბადებული ლონდონში. მისი მამა დიპლომატი იყო, ხოლო დედა - ჩინური წარმოშობის მწერალი (რომელმაც დაწერა წიგნი მაო ძედუნის ჯარში მსახურობის შესახებ). რთული ბავშვობის შემდეგ პოლი შეუერთდა საგამომცემლო ინდუსტრიას, სადაც ჰითკოტ უილიამსი გაიცნო. მასთან ქორწინებისას პოლის ეყოლა შვილი ჩარლი.

უილიამსთან დაშორების შემდეგ პოლიმ გაიცნო პინკ ფლოიდის გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ, ჯგუფის საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას[1]. ამ ქორწინებიდან პოლის ჰყავს სამი შვილი - ჯო, გებრიელ და რომენი გილმორები[2]. ამჟამად ოჯახი ცხოვრობს დასავლეთ სასექსში.

პოლი თანამშრომლობს დევიდთან. მას ეკუთვნის პინკ ფლოიდის ალბომის The Division Bell[3] და დევიდის სოლო-ალბომების On an Island (აგრეთვე მღერის და უკრავს პიანინოზე) და Rattle That Lock სიმღერების ტექსტები. იგი აგრეთვე რამდენიმე მოთხრობის ავტორია[4]. არანაკლებ ცნობილია, როგორც ფოტოგრაფი. სემსონს აგრეთვე ეკუთვნის სიმღერის „Louder than Words“ ტექსტი (პინკ ფლოიდის ალბომიდან The Endless River[5]).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cassandra Jardine "My fear for the Charlie I know", telegraph.co.uk, 19 July 2011.
  2. http://pollysamson.com/about.htm
  3. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd - The Music and the Mystery. London: Omnibus,. ISBN 978-1-84938-370-7. 
  4. The Kindness, Amazon; accessed 24 October 2015.
  5. Greene, Andy. Pink Floyd Roll Out Plans For 'The Endless River', their First LP in 20 Years. Wenner Media (22 September 2014). წაკითხვის თარიღი: 26 September 2014.