Wet Dream
Wet Dream | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 სექტემბერი, 1978 | |||
ჩაიწერა | 10 იანვარი-14 თებერვალი, 1978 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯაზ-ფიუჟენი | |||
ხანგრძლივობა | 43:51 | |||
ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |||
პროდიუსერი | რიჩარდ რაიტი | |||
რიჩარდ რაიტი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
2023 წლის რემიქსის გარეკანი |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Wet Dream — პინკ ფლოიდის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის პირველი სოლო-ალბომი, რომელიც ბრიტანეთში გამოვიდა 1978 წლის 15 სექტემბერს, ლეიბლზე Harvest. სიმღერა „Pink's Song“ ეძღვნება რაიტის და მისი იმჟამინდელი მეუღლის, ჯულიეტის შვილების მასწავლებელს.
„ ამ ალბომით ძალები მოვიკრიბე პინკ ფლოიდის შემდეგი ალბომის ჩასაწერად . “
| |
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Wet Dream ჩაიწერა თავად რაიტის პროდიუსერობით. იგი ყველა სიმღერის პროდიუსერი და ავტორია, გარდა „Pink's Song“-ის, რომლის თანაავტორია მისი იმჟამინდელი ცოლი, ჯულიეტი, რომელმაც, როგორც ჯულიეტ გეილმა, წლებით ადრე მიიღო მონაწილეობა „Walk with Me Sydney“-ს, პინკ ფლოიდამდე არსებული შემადგენლობის ადრეული სიმღერის ჩაწერაში. Wet Dream იწერებოდა სტუდიაში Super Bear, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის მიდამოებში, 1978 წლის დასაწყისში[3] — იქ, სადაც მოგვიანებით საკუთარ პირველ ალბომს იწერდა დეივიდ გილმორი.
გამოცემა და გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი გამოცემის წელს თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.[4] იგი ბრიტანეთში მრავალი წლის განმავლობაში განმეორებით არ გამოცემულა, მაგრამ აშშ-სა და კანადაში 1990-იანებში CD-ზე გამოვიდა და მცირე წარმატება ჰქონდა, ხოლო 2008 წელს, რაიტის გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა ავსტრალიაში.
2023 წლის გამოცემა და რემიქსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 28 ივლისისთვის, რაიტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნად, დაიგეგმა ალბომის რემიქსის CD-სა და ციფრულ ფორმატებში გამოცემა. რემიქსის ავტორია სტივენ უილსონი, ხოლო გარეკანი შეიცავს ალბომის ჩაწერის პერიოდის უცნობ ფოტოსურათებს.[5] ეს, ახალი სტერეომიქსი 29 სექტემბერს გამოიცა Blu-ray-ს ფორმატში, რომელიც შეიცავს უილსონის მომზადებულ ალბომის Dolby Atmos და 5.1 მიქსებს[6]. 2023 წლის გამოცემაში არ იყო შეტანილი Wet Dream-ის თავდაპირველი მიქსი[6], თუმცა მსმენელების მხრიდან თხოვნების საფუძველზე მოხდა Blu-ray-ზე ორიგინალური მიქსის პირველწყაროს წინამორბედი მიქსის დამატება.[7]
ალბომის ამ გამოცემის პრომოკამპანიის ფარგლებში კომპოზიცია „Cat Cruise“ გამოიცა როგორც ციფრული სინგლი.[8]
2023 წლის გამოცემაში მითითებულია, რომ ჯულიეტ რაიტი არის „Pink's Song“-ის ტექსტის ავტორი[9] ორიგინალურ გამოცემაში ეს ავტორობა ასევე იყო მითითებული, თუმცა შეცდომით იყო ნახსენები, რომ მას ეკუთვნოდა „Against the Odds“-ის ტექსტი.[10]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — რიჩარდ რაიტი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Mediterranean C“ (ინსტრუმენტული) | 3:52 |
2. | „Against the Odds“ | 3:57 |
3. | „Cat Cruise“ (ინსტრუმენტული) | 5:14 |
4. | „Summer Elegy“ | 4:53 |
5. | „Waves“ (ინსტრუმენტული) | 4:19 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
6. | „Holiday“ | 6:11 |
7. | „Mad Yannis Dance“ (ინსტრუმენტული) | 3:19 |
8. | „Drop In from the Top“ (ინსტრუმენტული) | 3:25 |
9. | „Pink's Song“ | 3:28 |
10. | „Funky Deux“ (ინსტრუმენტული) | 4:57 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტორობა ეფუძნება 1979 წლის ორიგინალურ და 2023 წლის გამოცემებში ნახსენებს.[9][10]
- რიჩარდ რაიტი – პიანინო, ელექტრონული პიანინო, ჰემონდის ორგანი, ობერჰაიმი, სინთეზატორი, ვოკალი, ბუკლეტში გამოყენებული ფოტოსურათები (2023 წლის გამოცემა)
- მელ კოლინზი – საქსოფონი (1,3,5,7,10), ფლეიტა (9)
- სნოუი უაიტი – გიტარები
- ლარი სტილი – ბას-გიტარა
- რეჯ აისედორი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- Hipgnosis – გარეკანის დიზაინი
- ფოტოსურათები: ობრი პაუელი / ბობ ბრიმსონი
- გალა რაიტი და ჯეიმი რაიტი: მხატვრული გაფორმება (2023 წლის გამოცემა)
- კარლ გლოვერი: გრაფიკული დიზაინი (2023 წლის გამოცემა)
- კოსტას სპათისი: ფოტოსურათები (2023 წლის გამოცემა)
- სტივენ უილსონი: ხმის მიქსი (2023 წლის გამოცემა)
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1978) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[11] | 20 |
ჩარტი (2023) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[12] | 197 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[13] | 26 |
უნგრული ფიზიკური ალბომები (MAHASZ)[14] | 17 |
იტალიური ალბომები (FIMI)[15] | 78 |
პორტუგალიის ალბომები (AFP)[16] | 23 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[17] | 31 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[18] | 22 |
ბრიტანეთის ციფრული ალბომები (OCC)[19] | 34 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allmusic review
- ↑ The Amazing Pudding Reference Guide on Pink Floyd songs and records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 2012-02-15.
- ↑ Wet Dream. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2020.
- ↑ Carruthers, Bob (2011). „The Wall“, Pink Floyd – Uncensored on the Record, E-book, Cooda Books Ltd. ISBN 978-1-908538-27-7.
- ↑ https://www.loudersound.com/news/richard-wrights-wet-dream-set-for-july-reissue
- ↑ 6.0 6.1 Sinclair, Paul. (29 ივნისი 2023) Richard Wright Wet Dream reissue. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2023.
- ↑ https://superdeluxeedition.com/news/new-content-added-to-richard-wright-blu-ray/
- ↑ Cat Cruise (2023 Remix) YouTube-ზე.
- ↑ 9.0 9.1 Richard Wright – Wet Dream. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2023.
- ↑ 10.0 10.1 Richard Wright - Wet Dream en. ციტირების თარიღი: 2023-03-22.
- ↑ "Richard Wright – Wet Dream". Norwegiancharts.com. Hung Medien.
- ↑ "Richard Wright – Wet Dream" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ "Offiziellecharts.de – Richard Wright – Wet Dream" (გერმანულად). GfK Entertainment Charts.
- ↑ Album Top 40 slágerlista (fizikai hanghordozók) – 2023. 40. hét. MAHASZ. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2023
- ↑ Album – Classifica settimanale WK 40 (dal 29.09.2023 al 05.10.2023) it. Federazione Industria Musicale Italiana. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2023
- ↑ "Richard Wright – Wet Dream". Portuguesecharts.com. Hung Medien.
- ↑ "20230804 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
- ↑ "Richard Wright – Wet Dream". Swisscharts.com. Hung Medien.
- ↑ "20230804 ბრიტანეთის ალბომების ჩამონატვირთების საუკეთესო 40-ეულის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
|