ჩელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩელო, იგივე ვიოლონჩელი — ხემიანი სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი. მასზე განთავსებულია ოთხი სიმი. ჩელო შედის ვიოლინოების კატეგორიაში, რომელიც მასთან ერთად აერთიანებს ვიოლინოსა და ალტის.

ჩელო გამოიყენება, როგორც სოლო მუსიკალური ინსტრუმენტი კამერულ ანსამბლებში, სიმებიან ორკესტრებში და სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრში, ასევე როკ-ჯგუფებშიც. ის არის სიდიდით რიგით მეორე სიმებიანი ინსტრუმენტი თანამედროვე სიმფონიურ ორკესტრებში კონტრაბასის შემდეგ.

ჩელო შემუშავდა სხვა მსგავსი ფორმის, თუმცა განსხვავებული ზომების ინსტრუმენტებისგან, XVI საუკუნეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩელო&oldid=4623741“-დან