სტივენ ჰოკინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტივენ ჰოუკინგი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივენ ჰოკინგი
Stephen Hawking.StarChild.jpg
დაბ. თარიღი 8 იანვარი 1942(1942-01-08)[1] (75 წელი)
დაბ. ადგილი ოქსფორდი[2]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელები
სამეცნიერო სფერო ფარდობითობის ზოგადი თეორია და კვანტური გრავიტაცია
მუშაობის ადგილი გონვილი და კაიუსის კოლეჯი[3], კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი[3] და Perimeter Institute for Theoretical Physics[4]
ალმა-მატერი საუნივერსიტეტო კოლეჯი და ტრინიტი-ჰოლი
მეუღლე ჯეინ უაილდ ჰოკინგი
შვილ(ებ)ი ლუსი ჰოკინგი, რობერტ ჰოკინგი და ტიმ ჰოკინგი
ჯილდოები ალბერტ აინშტაინის მედალი[5], ვოლფის პრიზი ფიზიკაში[6], კოპლის მედალი[7], თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[8], ფუნდამენტური ფიზიკის პრიზი[9], ღირსების კავალერის ორდენი[10], ედინგტონის მედალი[11], დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[12], ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[13], ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[14], ნეილორის პრემია[15], ოსკარ კლაინის მედალი[16], ჰიუზის მედალი[17], სამეფო საზოგადოების სამეცნიერო წიგნების პრემია[18], ალბერტის მედალი[19], ფრანკლინის მედალი[20], ლილიენფელდის პრემია[21], მიჩელსონ-მორლის ჯილდო[22], ფონსეკას პრემია[23], პიუს XI-ის მედალი[24], მაქსველის მედალი და პრემია[25], დირაკის მედალი[26], ადამსის პრემია, ენდრიუ გემანტის პრემია[27], The James Smithson Bicentennial Medal[28], NSS Robert A. Heinlein Memorial Award[29], Princess of Asturias Award for Concord[30], doctor honoris causa[31], doctor honoris causa[32], Marcel Grossmann Award[33], ფრანკლინის მედალი[20], BBVA Foundation Frontiers of Knowledge Award[34], Bodley Medal[35], Gold medal of the Spanish National Research Council[36] და ალბერტ აინშტაინის პრემია
ხელმოწერა Hawkingsig.svg
საიტი hawking.org.uk
Stephen Hawking ვიკისაწყობში

სტივენ უილიამ ჰოკინგი (ინგლ. Stephen William Hawking, დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობს კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ინტელექტუალურ ოჯახში, მამა ექიმი იყო, დედა — ლიბერალური პარტიის აქტივისტი. სანტ ალბანსის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მამის მსგავსად გააგრძელა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მამის სურვილის მიუხედავად და მისაგან განსხვავებით, მედიცინის ნაცვლად, მათემატიკის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ რადგან უნივერსიტეტში მათემატიკური განათლების მიღება შეუძლებელი იყო, იგი ფიზიკით დაინტერესდა. 21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის — რომელმაც საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. უნივერსიტეტი 1962 წელს დაამთავრა. იმ დროისთვის ოქსფორდში თეორიული ფიზიკის შესწავლით არავინ იყო დაკავებული, ამიტომ ჰოკინგი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და 1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.

1973 წელს იგი გადავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემეტიკისა და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. 1974 წელს იგი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1979 წელს კი ლუკასის მათემატიკის პროფესორის პოსტი დაიკავა. ეს თანამდებობა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1669 წელს შემოიღო ღირსმა სერ ჰენრი ლუკასმა და 300 წლის წინ იგი ისააკ ნიუტონს ეჭირა.

1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას შეუძლია მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა, რის ხარჯზეც იგი მართავს კომპიუტერს. კომპიუტერის საშუალებით იგი მიმართავს საზოგადოებასაც. მოგვიანებით ჰოუკინგს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1995 წელს ჰოკინგი ხელმეორედ დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.[37]

არის 12 საპატიო სამეცნიერო წოდების და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწევა. იგი აგრეთვე მოღვაწეობს, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი. ჰოკინგი იმედოვნებს, რომ ფიზიკის ამ ორი დიდი თეორიის გაერთიანებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს XX საუკუნის ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.

ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჰოკინგის საუბარი ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერებში „Keep Talking“ (ალბომიდან The Division Bell) და „Talkin Hawkin'“ (ალბომიდან The Endless River).

2014 წელს გამოვიდა ბრიტანული ბიოგრაფიული ფილმი „ყველაფრის თეორია“. ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს.[38]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Record #118761285 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. Record #118761285 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 10 2014:
  3. 3.0 3.1 http://www.damtp.cam.ac.uk/people/s.w.hawking/
  4. http://www.thestar.com/business/tech_news/2008/11/27/physicist_stephen_hawking_accepts_post_at_waterloo_institute.html
  5. http://www.einstein-bern.ch/index.php?lang=en&show=medaille
  6. http://www.wolffund.org.il/index.php?dir=site&page=winners&cs=341
  7. https://royalsociety.org/awards/copley-medal/
  8. http://www.senate.gov/pagelayout/reference/two_column_table/Presidential_Medal_of_Freedom_Recipients.htm
  9. https://breakthroughprize.org/Ceremonies/1
  10. https://books.google.com/books?id=nZLMWpujVUcC&pg=PA190&dq=%22companion+of+Honour%22+inauthor:%22Kitty+Ferguson%22&sa=X&ved=0CBwQ6AEwAGoVChMIs7u3xN2HxwIVy4UsCh1vZwC4#v=onepage&q=%22companion%20of%20Honour%22%20inauthor%3A%22Kitty%20Ferguson%22&f=false
  11. http://articles.adsabs.harvard.edu/full/seri/QJRAS/0016//0000359.000.html
  12. http://www.aps.org/programs/honors/prizes/prizerecipient.cfm?last_nm=Hawking&first_nm=Stephen&year=1976
  13. https://www.ras.org.uk/awards-and-grants/awards/268
  14. https://books.google.com/books?id=nZLMWpujVUcC&q=Commander#v=snippet&q=Commander&f=false
  15. http://www.lms.ac.uk/prizes/list-lms-prize-winners
  16. http://cops.physto.se/klein/2003.html
  17. https://royalsociety.org/awards/hughes-medal/
  18. https://royalsociety.org/awards/science-books/stephen-hawking/
  19. https://web.archive.org/web/20111001064139/http://www.thersa.org/about-us/history-and-archive/medals/albert-medal
  20. 20.0 20.1 https://www.fi.edu/laureates/stephen-w-hawking
  21. http://www.aps.org/programs/honors/prizes/prizerecipient.cfm?last_nm=Hawking&first_nm=Stephen&year=1999
  22. http://www.phys.cwru.edu/events/mmal.php
  23. http://www.usc.es/en/cursos/conciencia/premio_fonseca2008.html
  24. http://www.casinapioiv.va/content/dam/accademia/pdf/vari/hawking_piusximedalbooklet.pdf
  25. http://www.iop.org/about/awards/career/maxwell/medallists/page_38660.html
  26. http://www.iop.org/about/awards/gold/dirac/medallists/page_38431.html
  27. http://www.aip.org/aip/awards/gemant-award/stephen-hawking
  28. http://newsdesk.si.edu/about/awards
  29. http://www.nss.org/awards/heinlein_award.html
  30. http://www.fpa.es/en/prince-of-asturias-awards/awards/1989-stephen-hawking.html?especifica=0&identificador=350&
  31. https://books.google.com/books?id=nZLMWpujVUcC&pg=PA377&dq=%22cosmos+award%22+inauthor:%22Kitty+Ferguson%22&sa=X&ved=0CBsQ6AEwAGoVChMI-carut6HxwIVQRQsCh38VwWQ#v=onepage&q=%22harvard%20honorary%20degree%22&f=false
  32. https://books.google.com/books?id=YuVgogxtdB4C&lpg=PT596&dq=%22oxford%20honorary%22%20inauthor%3A%22Kitty%20Ferguson%22&pg=PT187#v=onepage&q=honorary&f=false
  33. http://www.icra.it/MG/awards/Welcome.htm
  34. http://www.fbbva.es/TLFU/tlfu/ing/microsites/premios/fronteras/galardonados/2015/ciencias.jsp
  35. http://www.bodleian.ox.ac.uk/news/2015/mar-20
  36. http://elpais.com/diario/1989/10/10/sociedad/623977210_850215.html
  37. Hawking and second wife agree to divorce — Telegraph
  38. The Theory of Everything (2014). IMDb