ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Australian Recording Industry Association, ARIA) — ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი ასოციაცია. დაარსდა 1983 წელს[1][2]. შედის ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო ჩარტ კომპანიების სიაში.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ARIA შეიქმნა 1983 წელს 6 ძირითადი ხმისჩამწერი კომპანიის მიერ, რომლებსაც წარმოადგენდნენ: «EMI», «Festival Records», «CBS», «RCA», «WEA» და ადრე 1956 წლიდან არსებული «ავსტრალიის ხმისჩამწერი ფირმების ასოციაციის» (AARM) ნაცვლად მოქმედი Polygram.[1][2] ამ ასოციაციის შემადგენლობაში შედის ასზე მეტი ხმისჩამწერი კომპანია (მცირე ლეიბლებიდან, რომლებსაც მართავს 1—5 ადამიანი, საშუალო და მსხვილამდე). ასოციაციას მართავს დირექტორთა საბჭო, რომელშიც შედის ზოგიერთი მუსიკალური ლეიბლის დირექტორი.

ARIA მართავს დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება ცალკეული ლეიბლების უფროსი ხელმძღვანელი წარმომადგენლებისაგან. 2010 წელს ასეთები იყვნენ: Denis Handlin (Sony Music-ის ხელმძღვანელი), George Ash (Universal Music), Mark Poston (EMI), Sebastian Chase (MGM Distribution), David Vodica (Rubber Records/Music) და Tony Harlow (WAR).[4]

ასოციაცია ყოველწლიურად ანიჭებს ARIA Awards-ის მუსიკალურ პრემიებს. 1987 წელს პირველი ცერემონია მიჰყავდა ელტონ ჯონს.[5]

ალბომების სერთიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ARIA Charts[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლის 10 ივლისს ასოციაციამ დააარსა ავსტრალიის მუსიკალური ჰიტ-აღლუმი და საკუთარი 30 წლისთავი აღნიშნა 2013 წელს.[6]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Top 50 Singles Chart
  • Top 20 Dance Chart
  • Top 20 Australian Chart
  • Top 50 Club Chart
  • Top 40 Digital Track Chart
  • Top 50 Physical Singles Chart
  • Top 40 Urban Singles Chart

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Top 50 Albums Chart Haris
  • Top 20 Country Chart Haris
  • Top 20 Compilations Chart Haris
  • Top 40 Urban Albums Chart Haris

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 [1990] (1997) რედ. Siobhan O'Connor: The book of Australia: almanac 1997–98. Balmain, NSW: Ken Fin: Watermark Press for Social Club Books, გვ. 515. ISBN 1-875973-71-0. 
  2. 2.0 2.1 Australian Recording Industry Association (ARIA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2017-11-06.
  3. International chart companies — ifpi.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-11-06.
  4. Who We Are. Australian Recording Industry Association (ARIA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-25. ციტირების თარიღი: 28 October 2010.
  5. Australian ARIA Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-09. ციტირების თარიღი: 2017-11-06.
  6. Seanna Cronin. (10th Jul 2013) ARIA Charts celebrates 30th anniversary. SunshineCoastDaily.com.au. ციტირების თარიღი: 2013-09-03.