შინაარსზე გადასვლა

დურგა მაკბრუმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დურგა მაკბრუმი

დურგა მაკბრუმი (ინგლ. Durga McBroom, დ. 16 ოქტომბერი, 1962) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.

1987 წლის ნოემბრიდან მონაწილეობდა პინკ ფლოიდის ტურნეებში ბეკ-ვოკალისტის სახით, 1990 წელს ნებუორთში გამართული კონცერტის ჩათვლით. აგრეთვე შეასრულა ბეკ-ვოკალი დევიდ გილმორის 2001-2002 წლების კონცერტებზე.

აგრეთვე ცნობილია მისი სოლო პროექტი Blue Pearl. მისი სინგლი „Naked in the Rain“ ჩარტში #4 პოზიციაზე მოხვდა[1]. საგულისხმოა, რომ ამ კომპოზიციაში უკრავენ დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი. სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია სტორმ თორგერსონი.

დურგა 2010 წლის აპრილში გამოჩნდა პროექტის The End Pink Floyd კონცერტზე, ბუენოს აირესში, რომელშიც აგრეთვე გაი პრეტი და ჯონ კერინი მონაწილეობდნენ. 2011 წლის ოქტომბერში დურგა და მისი და, ლორელეი (რომელიც ასევე მონაწილეობდა პინკ ფლოიდის უკანასკნელ ტურნეებში), შეუერთდნენ ავსტრალიურ ჯგუფს The Australian Pink Floyd Show[2], ანაჰეიმში (აშშ) გამართულ კონცერტზე, სადაც The Great Gig in the Sky შეასრულეს.

აგრეთვე ასრულებს ბეკ-ვოკალს პინკ ფლოიდის ალბომზე The Endless River.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BLUE PEARL | full Official Chart History. Official Charts Company. ციტირების თარიღი: November 18, 2016.
  2. Pink Floyd singers join The Australian Pink Floyd for a very special performance of Great Gig in the Sky. Aussiefloyd.com (October 18, 2011). ციტირების თარიღი: August 15, 2012.