Profiles

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Profiles

სტუდიური ალბომი - ნიკ მეისონი
გამოცემის თარიღი 29 ივლისი, 1985
ჩაიწერა 1985, სტუდია Britannia Row
ჟანრი პროგრესული როკი
ინსტრუმენტული როკი
ხანგრძლივობა 44:10
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი რიკ ფენი, ნიკ მეისონი
ნიკ მეისონი – ქრონოლოგია

Fictitious Sports
(1981)
Profiles
(1985)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]

Profilesნიკ მეისონის და რიკ ფენის, ჯგუფ 10cc-ის გიტარისტი ერთობლივი ალბომი, რომელიც გამოვიდა აშშ და ბრიტანეთში 1985 წელს. ალბომი შედგება ინსტრუმენტული ნომრებისგან, გარდა ორისა - „Lie for a Lie“ (ვოკალი: დევიდ გილმორი, მეგი რაილი) და „Israel“ (ვოკალი: დენი პეირონელი, ჯგუფი UFO).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს პრესაში გაიჟღერა მინიშნებებმა იმაზე, რომ თითქოს პინკ ფლოიდი აპირებდა როჯერ უოტერსის გარეშე აღდგენას. ამასობაში ნიკ მეისონმა ჩაწერა კიდევ ერთი ერთობლივი დისკი - ამჯერად ჯგუფის 10cc მუსიკოს რიკ ფენთან ერთად (რომელიც ასევე მაიკ ოლდფილდის პროექტებში მონაწილეობდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, მათ ჩამოაყალიბეს კომპანია Bamboo Music, რომელიც მუშაობდა სარეკლამო რგოლების მუსიკალურ გაფორმებაზე.

Profiles-ის ჩასაწერად ძირითად ბიძგს წარმოადგენდა კომპანიებთან EMI და CBS გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვით ნებისმიერი სოლო-ალბომის ჩასაწერად ყოველგვარი დამატებითი განხილვების გარეშე იქნება გამოყოფილი აუცილებელი თანხა. ამრიგად, დისკი ჩაწერილი იქნა სტუდიაში Britannia Row - როგორც ნიკ გრიფითსი, ალბომის ხმის ინჟინერი იხსენებდა, სულ მცირე თანხით.

ალბომის ჩაწერის დროს სტუდიაში მიიწვიეს დევიდ გილმორი. ის და მეგი რაილი მღერიან სიმღერაში Lie for a Lie. ჟურნალისტი ენდი მებეტი ამით ძალიან კმაყოფილი ჩანდა - მისი თქმით, პინკ ფლოიდის უკანასკნელ ალბომებზე შეიმჩნეოდა დევიდის ვოკალის ნაკლებობა.

ალბომზე თითქმის ყველა კომპოზიცია არის ინსტრუმენტული. გრიფითსი თვლიდა, რომ „ეს არის მეტად მსუბუქი ჩანაწერი, რომელიც არაფერს აკეთებს - იწყება, ტრიალებს და მთავრდება“.

კონცერტებს ამ ალბომის სიმღერებით ადგილი არ ჰქონია. სინგლის სახით გამოცემულ „Lie For A Lie“-ს პრომო-ვიდეოში მონაწილეობენ ფენი, მეისონი, გილმორი და რაილი.

ალბომი აშშ-ის ჩარტში 154-ე პოზიციაზე მოხვდა, თავის წინამორბედთან, Nick Mason's Fictitious Sports შედარებით, რომელიც 170-ე ადგილს დასჯერდა.

ალბომის გარეკანის ავტორია ჯერემი პემბერტონი, ფოტოსურათების - კლაივ ეროუსმითი. კაცუნა, გამოსახული გარეკანზე, ასევე სინგლის „Lie For A Lie“ ორ სხვადასხვა გამოცემაზეა წარმოდგენილი და ამავე სიმღერის პრომო-ვიდეოში. უკანა გარეკანზე გამოსახულები არიან მეისონი და ფენი. რბილ კონვერტზე, რომელშიც ფირფიტაა მოთავსებული, წარმოდგენილია მუსიკოსების ფოტოსურათები და ორი სიმღერის, „Lie For A Lie“ და „Israel“ ტექსტები.

ციტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„გარკვეული დროის მანძილზე გვსურდა მისი მთლიანად ინსტრუმენტული ალბომის სახით ჩაწერა. მაგრამ ჩვენ გვქონდა 'Lie For A Lie', რომლის შეტანაც გადაწყვიტეთ. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ წონასწორობისათვის აუცილებელი იყო კიდევ ერთი სიმღერა (რიკ ფენი)“
ვიკიციტატა
„რიკთან მუშაობა ნამდვილად მომეწონა. ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშვნელოვანია შეცვალო ხალხი, რომელთანაც მუშაობ. სხვა მხრივ კი გარკვეულ თარგებში ექცევი. ანუ: როჯერი ამას დაუკრავს, დევიდი იმას და...შენ კი, ნიკ, შეგიძლია ამასობაში ჩაი დალიო. (ნიკ მეისონი)“
ვიკიციტატა
Fictitious Sports უფრო სავარჯიშო იყო. Profiles-ში უფრო მეტი ხანგრძლივობაა...საკმაოდ ძლიერია, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს „ნამდვილ“ ალბომად. (ნიკ მეისონი)“

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Malta (ფენი/მეისონი) – 6:00
  2. Lie for a Lie (ფენი/მეისონი/პეირონელი) – 3:16
  3. Rhoda (ფენი/მეისონი) – 3:22
  4. Profiles Part 1/Profiles Part 2 (ფენი/მეისონი) – 9:58

მხარე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Israel (ფენი/პეირონელი) – 3:30
  2. And the Address (ფენი/მეისონი) – 2:45
  3. Mumbo Jumbo (ფენი/მეისონი) – 3:53
  4. Zip Code (ფენი/მეისონი) – 3:05
  5. Black Ice (ფენი/მეისონი) – 3:37
  6. At the End of the Day (ფენი/მეისონი) – 2:35
  7. Profiles Part 3 (ფენი/მეისონი) – 1:55

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექნიკური პერსონალი
  • ნიკ გრიფითსი - ხმის ინჟინერი
  • ჯერემი პემბერტონი - დიზაინი
  • კლაივ ეროუსმითი - ფოტოგრაფია

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის პრომო-სინგლის სახით გამოვიდა Lie for a Lie[2]. ასევე გადაღებული იქნა მისი მუსიკალური ვიდეო, დევიდ გილმორის მონაწილეობით.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, ნიკოლას შეფნერი (1991), ISBN 0385306849

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Profiles&oldid=3349889“-დან