Rattle That Lock

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Rattle That Lock

სტუდიური ალბომი - დეივიდ გილმორი
გამოცემის თარიღი სექტემბერი 18, 2015 (2015-09-18)
ჩაიწერა 2014–2015
სტუდია Medina, ბრაიტონი და Astoria, მიდლსექსი
ჟანრი
ხანგრძლივობა 51:28
ლეიბლი Columbia[2]
პროდიუსერი
დეივიდ გილმორი – ქრონოლოგია

Live in Gdańsk
(2008)
Rattle That Lock
(2015)
Live at Pompeii
(2017)
სინგლები ალბომიდან Rattle That Lock
  1. „Rattle That Lock“
    გამოვიდა: 17 ივლისი 2015
  2. „Today“
    გამოვიდა: 4 სექტემბერი 2015
  3. „Faces of Stone“
    გამოვიდა: 6 ნოემბერი 2015
  4. „In Any Tongue“
    გამოვიდა: 4 მარტი 2016
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[3]
Rolling Stone 3.5/5 stars[4]
The Guardian 4/5 stars[5]

Rattle That Lock — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის მეოთხე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის 18 სექტემბერს.[2][6][7] ალბომის გამოცემას ევროპაში სექტემბერსა და ოქტომბერში მოჰყვა საკონცერტო ტურნე. 2016 წლის აპრილიდან დაიწყო აშშ-ის და კანადის ტურნე.[2] ალბომის გარეკანის ავტორია დეივ სტენსბი, რომელიც მუშაობდა ობრი პაუელთან ერთად[2].

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი იწერებოდა გილმორის საკუთარ სტუდიებში. ნაწილი ჩაიწერა სტუდიაში Medina, ბრაიტონთან, სესიები ნაწილობრივ მიმდინარეობდა Astoria-შიც. პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური ალბომი The Endless River ამავე სტუდიებში ჩაიწერა.[2][8] ხმის მიქსი მიმდინარეობდა Astoria-ში, ხოლო გრამფირფიტის ფორმატისთვის ხმის მასტერინგი ჯეიმზ გათრიმ და ჯოელ პლენტიმ კალიფორნიაში ჩაატარეს.[8]

სასათაურო სიმღერა „Rattle That Lock“ დაიწერა SNCF-ის ჯინგლის გავლენით, რომლის ავტორია მიშელ ბუმენდილი. გილმორს ეს ჯინგლი ექს-ან-პროვანსის სადგურზე ესმოდა, გზად მეგობრებთან. მელოდია მანდ საკუთარ iPhone-ზე ჩაწერა.[2][9] სიმღერის ტექსტის ავტორია გილმორის მეუღლე პოლი სემსონი. იგი ეფუძნება ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხის“ მეორე წიგნს. ბეკ-ვოკალებს სიმღერაში ასრულებენ მიშა პარისი, ლუიზ მარშალი და თავისუფლების გუნდი.[2]

პრომოკამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Rattle That Lock“ ალბომის პირველი სინგლი იყო. მან გაიჟღერა BBC Radio 2-ის The Chris Evans Breakfast Show-ს ეთერში 2015 წლის 17 ივლისს.[2] იმავე დღეს სინგლი ციფრული ჩამონატვირთის ფორმით გავრცელდა.[2][10]

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Rattle That Lock Tour.

Rattle That Lock Tour 2015 წლის 5 სექტემბერს ბრაიტონში დაიწყო და დასრულდება 2016 წლის 12 აპრილს ნიუ-იორკში.

ლონდონისა და გერმანიის კონცერტების გამოკლებით ყველა დანარჩენი კონცერტი ტარდება ამფითეატრის ტიპის საკონცერტო მოედნებზე.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა სიმღერის "Rattle That Lock" ოფიციალური მუსიკალური ვიდეო. იგი Trunk Animation-ის მიერ არის შექმნილი, ალესდერ ბრაზერსტონისა და ჯოკ მუნის ხელმძღვანელობით. პროდიუსერი არის რიჩარდ ბარნეტი. ვიდეოს შექმნაში მონაწილეობდა 12 ანიმატორი, მხატვარი და კომპოზიციების შემდგენელი. გუნდის მხატვრული ხელმძღვანელი იყო ობრი პაუელი. ვიდეოში ანგელოზის დაცემაა ასახული, კერძოდ ლუციფერის და მისი მოგზაურობა პანდემონიუმში, განსაწმენდელსა და ქაოსში, რათა დედამიწა გარყვნას და იქცეს სატანად. ვიდეოს, ისევე, როგორც სიმღერის სიუჟეტი ეფუძნება „დაკარგულ სამოთხეს“.[11]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანდარტული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • CD – მაგარი გარეკანით და 22 გვერდიანი ბუკლეტით
  • 180 გრამიანი გრამფირფიტა
    • ახლავს 16 გვერდიანი ბუკლეტი სიმღერების ტექსტებით და ციფრული ვერსიის ჩამოსატვირთი კოდით.
  • ციფრული ჩამონატვირთი mp3 ფორმატში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება iTunes-ზე და Amazon-ზე

დელუქს გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოიცემა CD/DVD და CD/Blu-ray ყუთების სახით. მასში შეტანილი იქნება:

  • CD ვერსია
  • DVD ან Blu-ray დისკი ალბომის 5.1 ჟღერადობის მქონე ვერსიით და მაღალხარისხიანი სტერეოთი
    • დისკები მოთავსებულია ფერად კონვერტებში
  • 4 ჯემ-სესია სტუდიიდან Barn (მანამდე გამოუცემელი)
    • Barn-ის ჯემები ჩაწერილია 2007 წლის იანვარში. მათში მონაწილეობდა რიჩარდ რაიტიც.
  • 4 დოკუმენტური ფილმი
  • 2 მუსიკალური ვიდეო
  • 4 აუდიო ტრეკი, რომელიც არ არის შეტანილი ალბომში
  • 32 გვერდიანი წიგნი ტექსტებით/ფოტოსურათებით, მაგარი ყდა
  • ორმხრიანი პოსტერი
  • საფოსტო ბარათი კონვერტით
  • მედიატორი დეივიდ გილმორის სახელით

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„5 A.M.“ინსტრუმენტულიდეივიდ გილმორი3:04
2.„Rattle That Lock“პოლი სემსონიგილმორი / მიშელ ბუმენდილი4:55
3.„Faces of Stone“გილმორიგილმორი5:32
4.„A Boat Lies Waiting“სემსონიგილმორი4:34
5.„Dancing Right in Front of Me“გილმორიგილმორი6:11
მხარე 2
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
6.„In Any Tongue“სემსონიგილმორი6:46
7.„Beauty“ინსტრუმენტულიგილმორი4:28
8.„The Girl in the Yellow Dress“სემსონიგილმორი5:25
9.„Today“სემსონიგილმორი5:55
10.„And Then...“ინსტრუმენტულიგილმორი4:27
საერთო ხანგრძლივობა:51:28

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Barn Jam-ების პერსონალი

  • დეივიდ გილმორი – გიტარები
  • რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანები
  • გაი პრეტი – ბას-გიტარა
  • სტივ დისტანისლაო – დასარტყმელი საკრავები

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[46] ოქრო 40,000^
საფრანგეთი (SNEP)[47] ოქრო 50,000*
იტალია (FIMI)[48] პლატინა 50,000*
პოლონეთი (ZPAV)[49] ოქრო 10,000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[50] ოქრო 100,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://ultimateclassicrock.com/david-gilmour-rattle-that-lock-review/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 David Gilmour / The Voice and Guitar of Pink Floyd / Official Website (16 ივლისი 2015). წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2015.
  3. AllMusic-ის მიმოხილვა
  4. Rolling Stone-ის მიმოხილვა
  5. The Guardian-ის მიმოხილვა
  6. Luke Morgan Britton. (8 ივნისი 2015) NME News Pink Floyd's David Gilmour announces new solo album 'Rattle That Lock' - NME.COM. NME.COM.
  7. Mooney, Tom. “Wish you were in Carlow as Pink Floyd star David Gilmour debuts new song“, Irish Examiner, 9 ივნისი 2015. წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2015. 
  8. 8.0 8.1 "Rattle That Lock" EPK
  9. French rail jingle inspires Pink Floyd’s David Gilmour“, France 24, 13 ივლისი 2015. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2015. 
  10. David Gilmour Previews Rattle That Lock“, Mojo, 16 ივლისი 2015. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2015. 
  11. David Gilmour - Rattle That Lock (Official Music Video). 31 ივლისი 2015. https://www.youtube.com/watch?v=L1v7hXEQhsQ.
  12. David Gilmour Rattle That Lock CD/BluRay Bundle. davidgilmour.com.
  13. "David Gilmour – Rattle That Lock". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 26 სექტემბერი 2015.
  14. "David Gilmour - Rattle That Lock" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ოქტომბერი 2015.
  15. "David Gilmour – Rattle That Lock" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  16. "David Gilmour – Rattle That Lock" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  17. Ranking ABPD (21/09/2015 a 27/09/2015). წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 15, 2015.
  18. "David Gilmour ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტი - David Gilmour. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 29 სექტემბერი 2015.
  19. "საუკეთესო უცხოური ალბომები]" (ხორვატულად). საუკეთესო უცხოური ალბომები. ხორვატიის დისკოგრაფიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი 18 სექტემბერი 2015.
  20. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201539 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 9 ოქტომბერი 2015.
  21. "David Gilmour – Rattle That Lock". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 30 სექტემბერი 2015.
  22. "David Gilmour – Rattle That Lock" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  23. "David Gilmour: Rattle That Lock" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 27 სექტემბერი 2015.
  24. "David Gilmour – Rattle That Lock". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ოქტომბერი 2015.
  25. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 26 სექტემბერი 2015.
  26. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 10 ოქტომბერი 2015.
  27. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  28. "David Gilmour – Rattle That Lock". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  29. "სამხრეთ კორეის GAON-ის ალბომების საერთაშორისო ჩარტი". გვერდზე აირჩიეთ "{{{year}}}" და შემდეგ "2015.09.13~2015.09.19", რათა შესაბამისი ჩარტი იხილოთ. კორეის ჩარტები. GAON. წაკითხვის თარიღი 28 სექტემბერი 2015.
  30. "David Gilmour – Rattle That Lock". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  31. "David Gilmour – Rattle That Lock". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 სექტემბერი 2015.
  32. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 1 ოქტომბერი 2015.
  33. "David Gilmour – Rattle That Lock". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 30 სექტემბერი 2015.
  34. "2015-09-26 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 28 სექტემბერი 2015.
  35. "David Gilmour – Rattle That Lock". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 ოქტომბერი 2015.
  36. "David Gilmour – Rattle That Lock". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 27 სექტემბერი 2015.
  37. "David Gilmour – Rattle That Lock". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 30 სექტემბერი 2015.
  38. "2015-09-26 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 25 სექტემბერი 2015.
  39. "David Gilmour ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - David Gilmour. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 29 სექტემბერი 2015.
  40. "David Gilmour ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - David Gilmour. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 29 სექტემბერი 2015.
  41. Ö3 Austria Top 40 - Album Charts 2015“. 
  42. Classifiche “Top of the Music” 2015 FIMI-GfK: La musica italiana in vetta negli album e nei singoli digitali Italian. Federazione Industria Musicale Italiana. წაკითხვის თარიღი: იანვარი 14, 2016.
  43. The Official NZ Music Charts - End of Year Charts 2015“. 
  44. Schweizer Jahreshitparade 2015“. 
  45. Top of the Music - FIMI/GfK: Le uniche classifiche annuali complete. Italian. Federazione Industria Musicale Italiana. წაკითხვის თარიღი: იანვარი 29, 2017.
  46. Canadian album certifications – Gilmour – Rattle That Lock. Music Canada. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2016.
  47. French album certifications – Gilmour – Rattle That Lock ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2016.
  48. Italian album certifications – Gilmour – Rattle That Lock იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2016.
  49. Polish album certifications – David Gilmour – Rattle That Lock პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV). წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი 2015.
  50. British album certifications – David Gilmour – Rattle That Lock. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Rattle That Lock ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go