ალბომის გარეკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალბომის გარეკანი — კომერციულად ან არაკომერციულად გამოცემული აუდიოჩანაწერის შეფუთვა. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც ჩვეულებრივი ვინილის ფირფიტის (სინგლის ან სრული ალბომის), ასევე კომპაქტ-დისკისა და სხვა მუსიკალური მატარებლების შეფუთვას.

ალბომის გარეკანის დანიშნულებაა:

  • მუსიკალური პროდუქტის შინაარსის რეკლამა და იდენტიფიცირება
  • ორიგინალური შემსრულებლის მხატვრული ხედვის წარმოჩენა
  • ალბომის მუსიკალური შინაარსის ილუსტრირება

ამასთან, ალბომის გარეკანი გამოიყენება, როგორც მუსიკალური მატარებლის დამცავი საშუალება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]