Joker's Wild (ჯგუფი)
Joker's Wild | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი |
ჟანრ(ებ)ი | ბლუზ-როკი |
აქტიური | 1960-იანები |
ყოფილი წევრები |
დეივიდ გილმორი დეივიდ ოლთემი პიტერ გილმორი ჯონ გორდონი დიკ პერი ტონი სეინტი კლაივ უელჰემი რიკ უილსი უილი უილსონი |
Joker's Wild — 1960-იანი წლების ბლუზ-როკ ჯგუფი კემბრიჯიდან. ჯგუფის წევრი იყო დეივიდ გილმორი, რომელიც მოგვიანებით პინკ ფლოიდს შეუერთდა. მათ გამოუშვეს მხოლოდ ერთი ალბომი და ერთი სინგლი, თითოული მხოლოდ 50 ეგზემპლარად. ალბომის ჩანაწერი ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკის არქივში.[1]
პროდიუსერ ჯონათან კინგთან ერთად, ჯგუფმა ჩაწერა დუეტის Sam & Dave სიმღერის Hold On, I'm Comin ბრიტანული ქავერი. თუმცა ორიგინალი გამოვიდა ბრიტანეთში, ამიტომ Jokers Wild-ის ვერსია აღარ გამოუციათ.
ჯგუფის წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეივიდ ოლთემი - გიტარა, კლავიშები, ვოკალი
- დეივიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ჰარმონიკა
- პიტერ გილმორი - ბას გიტარა, ვოკალი
- ჯონ გორდონი - გიტარა, ვოკალი
- დიკ პერი - საქსოფონი, საყვირი
- ტონი სეინტი - ბას გიტარა, პერკუსია, ვოკალი (ჯგუფი დატოვა 1966 წელს)
- კლაივ უელჰემი - დასარტყმელი საკრავები, ვოკალი (1966 წლის შუამდე)
- რიკ უილსი - ბას გიტარა (შეცვალა ტონი სეინტი)
- უილი უილსონი - დასარტყმელი საკრავები (1966 წლის შუიდან)
უილსი მოგვიანებით უკრავდა ჯგუფებში Foreigner და Bad Company. ის და უილსონი ასევე უკრავდნენ დეივიდ გილმორის პირველ სოლო ალბომზე David Gilmour. პერიმ დაუკრა პინკ ფლოიდის რამდენიმე ალბომსა და საკონცერტო ტურნეზე და კარიერა გააგრძელა სესიურ მუსიკოსად.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Joker's Wild-ის 5 სიმღერა შეტანილია პინკ ფლოიდის ბუტლეგების კოლექციის A Tree full Of Secrets მე-15 დისკზე. ეს სიმღერებია:
- Why Do Fools Fall in Love
- Walk Like a Man
- Don't Ask Me (What I Say)
- Big Girls Don't Cry
- Beautiful Delilah
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-29. ციტირების თარიღი: 2010-07-24.
|