The Pros and Cons of Hitch Hiking (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Pros and Cons of Hitch Hiking“
სინგლი  - როჯერ უოტერსი
B-მხარე 4.20 AM - Apparently They Were Travelling Abroad / 4.33 AM - Running Shoes
გამოსვლის თარიღი 1984
ფორმატი 12"
ხანგრძლივობა 4:36
ლეიბლი Columbia Records
როჯერ უოტერსი - სინგლების ქრონოლოგია
The Pros and Cons of Hitch Hiking
(1984)
„Every Strangers' Eyes“
(1984)

The Pros and Cons of Hitch Hiking“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სიმღერა და სინგლი ალბომიდან The Pros and Cons of Hitch Hiking. იგი გამოვიდა 1984 წელს. სიმღერის სიუჟეტით, პერსონაჟი, რეჯი, იხსენებს წარსულს და განიხილავს თავისი სიზმრების დადებით და უარყოფით მხარეებს. სიმღერაში ნახსენებია პიროვნებები - დიკ ტრეისი, შეინი და იოკო ონო.

სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში (რომელიც გადაღებულია რეჟისორ ნიკოლას როუგის მიერ) სიუჟეტი მიჰყვება ალბომის თემებს და გამოყენებულია როგორც სპეციალურად გადაღებული კადრები, ასევე ნაწყვეტები ფილმებიდან, როგორიც არის „შეინი“ (1953). ვიდეოს კადრებში პერსონაჟი ხტება თვითმფრინავის ფრთიდან, როგორც ეს ტექსტშია ნახსენები. შედგა შეთანხმება MTV-სთან, რომელსაც ეს ვიდეო საკუთარ ეთერში უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ტელეარხი ამ მხრივ არ აქტიურობდა, რის გამოც უოტერსის განაწყენება გამოიწვია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" სინგლი
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „5:01 AM (The Pros and Cons of Hitch Hiking, Part 10)“ 5:22
2. „4.30 AM (Apparently They Were Travelling Abroad)“ 3:22
საერთაშორისო 12" სინგლი
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „5:01 AM (The Pros and Cons of Hitch Hiking, Part 10)“ 5:22
2. „4.39 AM (For the First Time Today, Part 2)“ 2:21
3. „4.56 AM (For the First Time Today, Part 1)“ 1:36
აშშ და ევროპული 12" სინგლი
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „5:01 AM (The Pros and Cons of Hitch Hiking, Part 10)“ 5:22
2. „4.30 AM (Apparently They Were Travelling Abroad) / 4.33 AM (Running Shoes)“ 6:26

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1987) უმაღლესი
პოზიცია
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[1] 76
აშშ Mainstream Rock Songs (Billboard) 17

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]