To Kill the Child/Leaving Beirut

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„To Kill the Child/Leaving Beirut“
სინგლი  – როჯერ უოტერსი
A-მხარე „To Kill the Child“
B-მხარე „Leaving Beirut“
გამოსვლის თარიღი 2004
ფორმატი ციფრული ჩამოტვირთვა, დისკი
ჟანრი პროგრესული როკი
ლეიბლი Columbia Records
Sony Music Japan (CD5)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ნიკ გრიფითსი
როჯერ უოტერსი – სინგლების ქრონოლოგია

„Three Wishes“
(1993)
To Kill the Child / Leaving Beirut
(2004)
„Hello
(I Love You)“

(2007)

To Kill the Child/Leaving Beirut“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სინგლი, რომელიც გამოვიდა 2004 წელს. მასში შეტანილია ორი ანტისაომარი სიმღერა. სინგლი განთავსდა ინტერნეტში და შეზღუდული რაოდენობით გამოიცა CD-ის სახით.

To Kill the Child[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

To Kill the Child არის პირველი სიმღერა სინგლზე. იგი გრძელდება 3 წუთს და 31 წამს. ტექსტში საუბარია ბავშვზე, რომელიც დონალდ დაკის ნათებაში იძინებს (იგივე სიტყვები გამოყენებულია უოტერსის 1987 წლის სიმღერაში The Tide Is Turning, დონალდ დაკში კი უბრალოდ დონალდ დაკის სახის მქონე ნათურა იგულისხმება). უოტერსი ამ სიმღერაში ცდილობს მსმენელი დააფიქრობს, რატომ ხდება, რომ მატერიალური ქონების, გამოყენების და დოგმების მოყვარულ საზოგადოებას ეწირება უდანაშაულო ბავშვი. სიმღერაში ასევე ნახსენებია რელიგიური ფანატიზმი.

Leaving Beirut[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Leaving Beirut არის მეორე სიმღერა დისკზე. იგი გრძელდება 12 წუთს და 29 წამს. სიმღერის ტექსტის უმეტესობა დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე: ახალგაზრდობაში უოტერსი ხშირად მოგზაურობდა და თავი ამოჰყო ლიბანში. იქ მან გაიცნო მოხუცი, რომელმაც შესთავაზა მას ღამით თავისთან დარჩენა. მოხუცმა და მისმა მეუღლემ როჯერს იდეალური მასპინძლობა გაუწიეს, თუმცა თავად უკიდურესად გაჭირვებულები და ავადმყოფები იყვნენ. ეს იყო უოტერსის რეაქცია აშშ-ს ერაყულ კამპანიაზე, რომელმაც მრავალი ადამიანი შეიწირა ორივე მხრიდან. როჯერი ეცადა, აეხსნა, რომ ნებისმიერ ერს ჰყავს არა ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია ჰუმანური დამოკიდებულება იქონიოს მეორე ერის წარმომადგენლის მიმართ და ის, რომ ყველა არ არის ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელი.

სიმღერა სრულდებოდა 2006-2008 წლების საკონცერტო ტურნეს The Dark Side of the Moon Live ყველა კონცერტზე, თუმცა, ორიგინალისგან განსხვავებით, როჯერის მიერ წაკითხული ისტორია ჩაანაცვლა ეკრანზე ნაჩვენებმა კომიქსის ტიპის ილუსტრაციებმა.

საზოგადოების რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტში უოტერსი აკრიტიკებს ჯორჯ ბუშს და ეჭვქვეშ აყენებს მის ინტელექტს (შენმა ტეხასურმა განათლებამ გამოგიფიტა ტვინი, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყავი). ნიუ ჯერსის კონცერტის (5 სექტემბერი, 2006) დროს ბევრმა მაყურებელმა ნეგატიურად აღიქვა ეს სტრიქონები. იგივე განმეორდა ნიუ იორკში (12 სექტემბერს) და ტამპაში (2007 წლის 19 მაისს). მიუხედავად ამისა, მსმენელთა უმეტესობის რეაქცია დადებითი იყო, განსაკუთრებით, 2006 წლის 5 ოქტომბრის კონცერტზე, ჰოლივუდ ბოულში, სადაც თითქმის მთელი დარბაზი ფეხზე დადგა და მოწონების შეძახილებით მიესალმა სიმღერას. დადებითი რეაქცია აგრეთვე შეიმჩნეოდა ბოსტონსა და კემდენში (ნიუ იორკი, 2007 წლის 30 მაისი). ევროპის ყველა ქვეყანაში სიმღერა ასევე დადებითად იქნა მიღებული.

მიუხედავად ყველაფრისა, სიმღერა გააკრიტიკეს მისი მუსიკალური სტილის გამო, 10 ოქტომბრის კონცერტზე დაწერილ მიმოხილვაში ნახსენები იყო, რომ მუსიკალურად ეს არის ყველაზე სუსტი სიმღერა, რამაც გააფუჭა ერთ-ერთი საუკეთესო პოსტ-პინკ ფლოიდური ნამუშევარი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]