The Madcap Laughs

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Madcap Laughs

სტუდიური ალბომი - სიდ ბარეტი
გამოცემის თარიღი 3 იანვარი, 1970
ჩაიწერა 28 მაისი 1968 - 5 აგვისტო 1969, ები-როუდი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 37:47 (ორიგინალური გამოცემა)
57:13 (Crazy Diamond-ის ვერსია)
ლეიბლი Harvest/EMI
Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი სიდ ბარეტი, პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯოუნსი, როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი
სიდ ბარეტი - ქრონოლოგია
The Madcap Laughs
(1970)
Barrett
(1970)
სინგლები ალბომიდან The Madcap Laughs
  1. Octopus
    გამოვიდა: 14 ნოემბერი 1969
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Rolling Stone 3/5 stars[2]

The Madcap Laughsსიდ ბარეტის პირველი სოლო ალბომი, რომელიც ჩაიწერა პინკ ფლოიდიდან წამოსვლის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წლის მაისში სიდი, პინკ ფლოიდის მენეჯერ პიტერ ჯენერთან ერთად, შევიდა სტუდიაში და დაიწყო რამდენიმე ახალ სიმღერაზე მუშაობა. ჯენერს სწამდა, რომ ბარეტის პოტენციალი ბოლომდე არ გამოვლინდა პინკ ფლოიდის პირველ ორ ალბომზე. თუმცა, ჩაწერა გადაიდო ერთი წლით.

1969 წლის აპრილში სიდის პროდიუსერად დაინიშნა მალკოლმ ჯოუნსი. სტუდიაში აგრეთვე მუშაობდნენ ჯგუფი The Soft Machine და Humble Pie-ს მუსიკოსი ჯერი შირლი (რომელიც უკრავს დასარტყამებზე).

მოგვიანებით, ალბომ Ummagumma-ს ჩაწერის პარალელურად, სიდს თანაპროდიუსერებისა და დამატებითი მუსიკოსების სახით შეუერთდნენ როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორი, რომლებმიც მას ალბომის დასრულებაში დაეხმარნენ.

ალბომს თან ახლდა ჩაწერის უცნაური პროცესი, რომლის პერიოდშიც სიდი თავდაპირველად იწერდა საკუთარ ვოკალს და გიტარას, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები ამატებდნენ თავის პარტიებს. სიდის სიმღერისა და შესრულების მანერა იცვლებოდა - იგი ამატებდა ან ტოვებდა ტაქტებს, ცვლიდა ტემპს. ბევრ სიმღერაში იგრძნობა მისი დეპრესიული განწყობა, ჩაწერილია მისი კომენტარები, რომლებიც ჟღერდა სტუდიური მუშაობის დროს.

დისკიდან გამოიცა ერთადერთი სინგლი, „Octopus“ (1969 წლის ნოემბერი), აგრეთვე სიმღერით „Golden Hair“ (რომელიც ჯეიმზ ჯოისის ლექსს ეფუძნება). თავად ალბომი 1970 წლის იანვარში გამოვიდა. მისი უმაღლესი პოზიცია ბრიტანულ რეიტინგში იყო #40.[3] პრესამ დისკი საკმაოდ დადებითად შეაფასა.[4]

1993 წელს გამოიცა კომპილაცია Crazy Diamond, რომელშიც შევიდა ალბომის სპეციალური გამოცემა, სიმღერების დამატებითი დუბლების ჩანაწერებით.

2010 წელს, ალბომთან Barrett ერთად, ამ ალბომის რემასტერიც გამოიცა, 1993 წლის კომპილაციის დამატებითი სიმღერებით. 2015 წელს იაპონიაში გამოვიდა SHM-CD-ის ტიპის გამოცემა. მას ახლავს „Rhamadam“ - ინსტრუმენტული იმპროვიზაცია, რომელსაც სიდმა დაამატა ქუჩაში საკუთარი ჩამწერით ჩაწერილი მოტოციკლის ხმაური.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანი სტორმ თორგერსონის და ობრი „პო“ პაუელის ნამუშევარია. ამ გარეკანისთვის სიდმა სპეციალურად შეღება ზოლებით თავისი ბინის იატაკი. ოთახში ასევე დადიოდა შიშველი გოგონა ზედმეტსახელად „ესკიმოსი იგი“ (ინგლ. Iggy the Eskimo). შემდგომში იგი ერთგვარ საკულტო პიროვნებად იქცა და წლების განმავლობაში სიდის მსმენელები რეალურ პიროვნებას ეძებდნენ. საბოლოოდ, იგი კონტაქტზე გამოვიდა ა ცალკე საიტიც მიეძღვნა.

1993 წლის კომპილაციის Crazy Diamond შემთხვევაში, ბუკლეტს ახლავს ანოტაციები.

სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ გილმორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული იქნა - Terrapin (2001-2002 წლის კონცერტებზე), Dark Globe (2006 წლის ტურნეს მსვლელობისას), Here I Go (2008 წელს, BBC-ს რადიოეთერში გასულ გადაცემაში).

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება შენიშვნები ხანგრძლივობა
1. „Terrapin“ *დუბლი 1, ჩაწერა - 11 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 4 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
5:04
2. „No Good Trying“ *დუბლი 3, ჩაწერა - 11 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 3–4 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
3:26
3. „Love You“ *დუბლი 4, ჩაწერა - 11 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 3 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
2:30
4. „No Man's Land“ *დუბლი 5, ჩაწერა - 17 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 4 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
3:03
5. „Dark Globe“ *დუბლი 1, ჩაწერა - 5 აგვისტო 1969
  • პროდიუსერი: დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
2:02
6. „Here I Go“ *დუბლი 5, ჩაწერა - 17 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
3:11
მხარე 2
# სახელწოდება შენიშვნები ხანგრძლივობა
7. „Octopus“ *დუბლი 11, ჩაწერა - 12 ივნისი 1969, დამატებითი დუბლები - 13 ივნისი
  • პროდიუსერი: სიდ ბარეტი და დევიდ გილმორი
3:47
8. „Golden Hair“ *დუბლი 11 (გადამუშავებული ვერსია), ჩაწერა - 12 ივნისი 1969
  • პროდიუსერი: სიდ ბარეტი და დევიდ გილმორი
1:59
9. „Long Gone“ *დუბლი 1, ჩაწერა - 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
2:50
10. „She Took a Long Cold Look“ *დუბლი 5, ჩაწერა - 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
1:55
11. „Feel“ *დუბლი 1, ჩაწერა - 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
2:17
12. „If It's In You“ *დუბლი 5, ჩაწერა - 26 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
2:26
13. „Late Night“ *დუბლი 2, ჩაწერა - 28 მაისი 1968, დამატებითი დუბლები - 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯოუნსი (დამატებითი დუბლები)
3:10
საერთო ხანგრძლივობა: 37:47

1993 წლის გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს The Madcap Laughs გამოიცა სიმღერების დამატებითი დუბლების თანხლებით:

დამატებითი სიმღერები
# სახელწოდება შენიშვნები ხანგრძლივობა
14. „Octopus“ *დუბლები 1 და 2, ჩაწერა: 12 ივნისი 1969
  • პროდიუსერი: სიდ ბარეტი და დევიდ გილმორი
3:09
15. „It's No Good Trying“ *დუბლი 5, ჩაწერა: 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
6:22
16. „Love You“ *დუბლი 1, ჩაწერა: 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
2:28
17. „Love You“ *დუბლი 3, ჩაწერა: 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
2:11
18. „She Took a Long Cold Look at Me“ *დუბლი 4, ჩაწერა: 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
2:44
19. „Golden Hair“ *დუბლი 5, ჩაწერა: 8 ივნისი 1968
  • პროდიუსერი: პიტერ ჯენერი
2:28
საერთო ხანგრძლივობა: 57:13

2015 წლის იაპონური გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელწოდება შენიშვნები ხანგრძლივობა
20. „Rhamadan“ *დუბლი 1, ინსტრუმენტული 20:09

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექნიკური პერსონალი
  • მალკოლმ ჯოუნსი - პროდიუსერი
  • ჯეფ ჯერატი - ხმის ინჟინერი
  • მეიკ შეიდი - ხმის ინჟინერი
  • პიტერ მიუ - ხმის ინჟინერი
  • ფილ მაკდონალდი - ხმის ინჟინერი
  • ტონი კლარკი - ხმის ინჟინერი
  • Hipgnosis - დიზაინი და ფოტოგრაფია
  • ბრაიან ჰოგი - ანოტაციები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mason, Stewart. The Madcap Laughs – Syd Barrett : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2012.
  2. Syd Barrett | Bio, Pictures, Videos. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 14 აგვისტო 2012.
  3. UK Charts
  4. "Octopus". Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2012-02-29.