Three Wishes

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Three Wishes“
სინგლიროჯერ უოტერსი
ალბომიდან Amused to Death
გამოსვლის თარიღი 1993
ჩაიწერა 1992
ჟანრი პროგრესული როკი
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/CBS Records
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია
„The Bravery of Being Out of Range“
(1992)
Three Wishes
(1993)
„To Kill the Child/Leaving Beirut“
(2004)

Three Wishes“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სინგლი და სიმღერა ალბომიდან Amused to Death. იგი გამოვიდა 1993 წელს.

სიმღერა არასოდეს შესრულებულა კონცერტებზე, თუმცა 1992 წელს გამოვიდა მისი პრომო ვიდეო და პრომოსინგლი. იგი ასევე შეტანილია კომპილაციაში Flickering Flame: The Solo Years Vol. 1.

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს სიუჟეტით უოტერსი ზის ერთ-ერთ ამერიკულ კაფეში და ესაუბრება ჯინს. ვიდეოში მონაწილეობს როჯერის მესამე ცოლი, პრისცილა ფილიპსი.

ლიბანის თემა, ნახსენები ამ კომპოზიციაში, კვლავ ბრუნდება უოტერსის 2004 წლის სიმღერაში „Leaving Beirut“.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Three Wishes (რადიოს ვერსია) - 4:17
  2. What God Wants, Part 1 – 6:00
  3. The Bravery Of Being Out Of Range – 4:43

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Three_Wishes&oldid=4586825“-დან