Who Needs Information
„Who Needs Information“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — როჯერ უოტერსი | ||||
B-მხარე | Molly's Song | |||
გამოსვლის თარიღი | 1987 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia | |||
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Who Needs Information“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სინგლი ალბომიდან Radio K.A.O.S.. იგი გამოვიდა 1987 წელს. სინგლის მეორე მხარეს ასევე ჩაწერილია „Molly's Song“, კომპოზიცია, რომელიც სრულდებოდა 1987 წლის საკონცერტო ტურნეს Radio K.A.O.S. დროს.
აქ ალბომის მთავარი პერსონაჟი, ბილი, რადიოწამყვან ჯიმს უამბობს, თუ როგორ დააპატიმრეს მისი ძმა, ბენი.
ალბომის ანოტაციებში ამ სიმღერის შესახებ წერია:
ერთ საღამოს ბენის ბილი თან მიჰყავს ბარებში. მთვრალი ბენი, კარგად განათებული მაღაზიების ქუჩაზე, თავის რისხვას გადმოანთხევს ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაზე, რომელზეც გამოფენილია მარგარეტ ტეტჩერის სახეებიანი ტელევიზორები. პროტესტის სახით იგი იპარავს მობილურ ტელეფონს. უფრო მოგვიანებით, ბენი სარისკო ტრიუკებს ასრულებს ავტოსტრადაზე მდებარე ხიდის მოაჯირებზე, რითაც თეატრალურად აპროტესტებს ტაბლოიდურ პრესას. იმავე საღამოს იღუპება ტაქსისტი, რომელსაც ეცემა ბეტონის კონსტრუქცია იმავე ხიდიდან. ადგილზე მოსული პოლიცია დაკითხავს ბენის, რომელიც ასწრებს ტელეფონის დამალვას ბილის სავარძლის ქვეშ.