დევიდ გილმორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ გილმორი
David Gilmour in Munich July 2006-ed-.JPG
დევიდ გილმორი კონცერტზე გერმანიის ქალაქ მიუნხენში 2006 წლის 29 ივლისს შავი სტრატოკასტერით
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დევიდ ჯონ გილმორი
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1946 (1946-03-06) (69 წლის),
კემბრიჯი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
არტ-როკი
ბლუზ-როკი
საქმიანობა გიტარისტი
ვოკალისტი
სიმღერების ავტორი
პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ვოკალი
ბას გიტარა
ლეპ სტილ
გიტარა

საქსოფონი
კლავიშებიანი ინსტრუმენტები
ჰარმონიკა
დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1963 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI Columbia, Harvest, Capitol, Columbia, Sony, EMI
ასოციაციები პინკ ფლოიდი, Joker's Wild, კეიტ ბუში, The Orb, პოლ მაკ-კარტნი, ბრაიან ფერი
საიტი davidgilmour.com
აღსანიშნავი ინსტრუმენტები

დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. უფრო მეტად ცნობილია[1], როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი. 2012 წლისთვის ჯგუფმა დევიდის მონაწილეობით მსოფლიოში 250 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, მათ შორის - 75 მილიონი აშშ-ში.[2]

გარდა პინკ ფლოიდთან შემოქმედებისა, გილმორი იყო მრავალი შემსრულებლის პროდიუსერი, მათ შორის - The Dream Academy. მას აგრეთვე სოლო კარიერა ჰქონდა. 2005 წელს მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის წოდება, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.[3] 2008 წლიდან იგი აგრეთვე ფლობს Q-ს ჯილდოს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[4] 2011 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი იგი ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

დევიდ ჯონ გილმორი დაიბადა 1946 წლის 6 მარტს, კემბრიჯში (ინგლისი).[5] მამა, დაგლას გილმორი გახდა ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, ხოლო დედა, სილვია (ქორწინებამდე - უილსონი) იყო მასწავლებელი და კინორედაქტორი, რომელიც BBC-ში მუშაობდა. დევიდის დაბადების მომენტისთვის ორივე ცხოვრობდა ტრამპინგტონში (კემბრიჯშირი), მაგრამ 1956 წელს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ წყვილი საცხოვრება გრანჩესტერ-მედოუზზე გადასახლდა. [6][n 1]

მშობლებმა დიდი გავლენა იქონიეს ბიჭის მხრიდან მუსიკით დაინტერესებაზე და 1954 წელს მან შეიძინა პირველი სინგლი, ბილ ჰეილის "Rock Around the Clock".[8] მისი ენთუზიაზმი მუსიკით გაღვივდა შემდეგ წელს ელვის პრესლის "Heartbreak Hotel"-ით და მოგვიანებით - The Everly Brothers-ის "Bye Bye Love", რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დევიდის გიტარით დაინტერესებაზე. მოგვიანებით ერთი გიტარა მეზობლისგან ითხოვა, მაგრამ არასოდეს დაუბრუნებია. დაკვრის სწავლა თავად დაიწყო, წიგნით და პიტ სიგერის მოსმენით.[9] 11 წლის ასაკში იგი ჩაირიცხვა ჰილზ-როუდზე მდებარე პერსის სკოლაში, რომელიც არ მოსწონდა.[10] იქ მან პინკ ფლოიდის მომავალი გიტარისტი სიდ ბარეტი და ბასისტი როჯერ უოტერსი გაიცნო, რომლებიც იმავე ქუჩაზე მდებარე კემბრიჯის უმაღლეს სკოლაშიც დადიოდნენ.[11]

1962 წელს გილმორმა კემბრიჯის ტექნიკურ კოლეჯში A-დონის თანამედროვე ენების შესწავლა დაიწყო.[10] მიუხედავად იმისა, რომ კურსი ვერ დაასრულა, საბოლოოდ ფრანგული ენა კარგად ჰქონდა ათვისებული.[10] ბარეტიც იმავე კოლეჯში დადიოდა და ლანჩის დროს გილმორთან ერთად გიტარაზე უკრავდა.[10] 1962 წელს დევიდი შეუერთდა ბლუზ-როკ ჯგუფ Joker's Wild-ს. egent Sound Studio-ში (ლონდონი) მათ ჩაწერეს ერთი ერთმხრიანი ალბომი და სინგლი, თუმცა ყოველი მხოლოდ 50 ასლის ოდენობით დაიბეჭდა.[10] 1965 წელს გილმორი ესპანეთისა და საფრანგეთის ქუჩებში ბარეტთან და სხვა მეგობრებთან ერთად ბითლზის სიმღერებს უკრავდა. მათ არც თუ დიდი წარმატება ჰქონდათ და ერთხელ პოლიციის მიერ დაპატიმრებულებიც იყვნენ. მწირი შემოსავლის გამო გილმორი აღმოჩნდა საავადმყოფოში - საკვების უკმარობის გამო. [12] მოგვიანებით ბარეტთან ერთად დევიდი პარიზში გაემგზავრა და ქალაქთან კარავში ცხოვრობდა, რასაც დაერთო ლუვრის მონახულებაც. [13] ამ დროს იგი სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული - იყო როგორც მძღოლი, ასევე მოდის დიზაინერ ოსი კლარკის თანაშემწე.[14]

1967 წლის შუა პერიოდში დევიდი საფრანგეთში რიკი უილსის და უილი უილსონის თანხლებით ჩავიდა (ორივე მანამდე Jokers Wild-ში უკრავდა). ტრიო გამოდიოდა სახელით Flowers, შემდეგ კი - Bullitt, მაგრამ წარმატება არ ჰქონია. კლუბების მფლობელებს მოსმენილი ჰქონდა მათ მიერ შესრულებული ჩარტების ჰიტების ქავერ ვერსიები და არ სურდათ ჯგუფის კონცერტების ორგანიზება. პარიზში ჩასვლის შემდეგ მათ ტექნიკაც მოპარეს.[15] მაისში გილმორი დაბრუნდა ლონდონში, რათა ახალი ტექნიკა შეეძინა. ამ დროს მან მოისმინა პინკ ფლოიდის "See Emily Play", მოგვიანებით კი ბარეტს შეხვდა, რომელმაც, მისდა სამწუხაროდ, მეგობარი ვერ იცნო.[16] Bullitt ინგლისში წლის ბოლოს დაბრუნდა. ტურნეთი უკმაყოფილო ტრიო დაიშალა.[15]

პინკ ფლოიდი[რედაქტირება]

1967 წლის დეკემბრის ბოლოს დრამერმა ნიკ მეისონმა გილმორს ჰკითხა, აინტერესებდა თუ არა პინკ ფლოიდში გაწევრიანება. დევიდი დათანხმდა და ჯგუფის მეხუთე წევრად იქცა. თავდაპირველად პინკ ფლოიდი აპირებდა სიდ ბარეტთან, როგორც სიმღერების ავტორთან თანამშრომლობის გაგრძელებას.[17] ჯგუფის მენეჯერი, პიტერ ჯენერი ამბობდა: „ჩანაფიქრი ასეთი იყო - დეივი დაფარავდა ბარეტის ექსცენტრულობას, ხოლო სიდი იქნებოდა მხოლოდ სიმღერების ავტორი. ანუ კვლავ მონაწილეობა უნდა მიეღო.“. [18] 1968 წლის მარტისთვის ბარეტთან მუშაობა მეტად რთული გახდა, ამიტომ მდგომარეობის განსახილველად პინკ ფლოიდი შეხვდა ბიზნეს პარტნიორებს, ჯენერსა და ენდრიუ კინგს.[19] შეხვედრის შედეგად ბარეტი დათანხმდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა, ხოლო სხვა მუსიკოსები მის გარეშე განაგრძობდნენ.[20] უოტერსი: „იგი ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ თითქმის მუდმივად მისი დახრჩობა გვსურდა“.[21] ჯენერმა და კინგმა, რომლებიც ბარეტს ჯგუფის შემოქმედებით გენიოსად თვლიდნენ, გადაწვიტეს მისი ინტერესების დაცვა და ჯგუფთან ბიზნეს-ურთიერთობა დაასრულეს.[22]

ბარეტის წასვლის შემდეგ გილმორი იყო პინკ ფლოიდში წამყვანი ვოკალების დიდი ნაწილის შემსრულებელი. როგორც როჯერ უოტერსი, ასევე კლავიშისტი რიჩარდ რაიტი ხშირად ასრულებდნენ წამყვან ვოკალებს. ალბომების The Dark Side of the Moon და Wish You Were Here უოტერსმა ჯგუფის მართვა საკუთარ თავზე აიღო, როგორც ალბომების Animals და The Wall ძირითადმა ავტორმა. უკანასკნელის ჩაწერისას რაიტი ჯგუფიდან იქნა გაგდებული, ხოლო გილმორთან უოტერსის ურთიერთობა დაიძაბა ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ შექმნისას, ისევე, როგორც ალბომის The Final Cut ჩაწერისას. ჯგუფის მიერ The Wall უკანასკნელად შესრულდა 1981 წლის 16 ივნისს, ერლს კორტში (ლონდონი) და იყო ოთხკაციანი შემადგენლობის უკანასკნელი კონცერტი 2005 წლის 2 ივლისამდე, როდესაც ისინი Live 8-ის ფარგლებში ლონდონის ჰაიდ-პარკში გაერთიანდნენ.[23]

გილმორის გამოსვლა პინკ ფლოიდში 1970-იანებში

1970-იანების ბოლოსთვის გილმორი თვლიდა, რომ მისი მუსიკალური შესაძლებლობები პინკ ფლოიდში საკმარისად არ იყო გამოვლენილი, ამიტომ 1978 წელს გამოსცა სოლო ალბომი David Gilmour, რომელშიც აქცენტი იყო გიტარაზე და ასახული იყო დევიდის, როგორც სიმღერების ავტორის შესაძლებლობები. ალბომისთვის აგრეთვე იწერებოდა სიმღერა, რომელიც პინკ ფლიიდმა "Comfortably Numb"-ის სახით ჩაწერა.[24] იმ რთული ატმოსფეროს გავლენით, რომელიც ახლდა ალბომის The Wall და შემდგომი მხატვრული ფილმის, ისევე, როგორც The Final Cut-ის შექმნას (რომელიც ფაქტობრივად როჯერ უოტერსის სოლო ალბომი იყო), დევიდმა 1984 წელს გამოსცა მეორე სოლო ალბომი About Face.[25] ალბომში იგი შეეხო როგორც პოლიტიკურ თემების, ასევე ჯონ ლენონის მკვლელობას[25] და ურთიერთობებს უოტერსთან. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ალბომი გამოსცა პინკ ფლოიდისგან დასაშორებლად. ევროპასა და აშშ-ში მან ამ ალბომით ტურნე გამართა, მხარდამჭერი ჯგუფის სახით The Television Personalities-თან ერთად. თუმცა, როდესაც უკანასკნელმა სცენიდან წაიკითხა სიდ ბარეტის სახლის ნამდვილი მისამართი, კოლექტივი ტურნედან მოიხსნა.[26] ბრიტანული ტურნეს დროს ლონდონის კონცერტზე მიწვეული მუსიკოსის სახით გამოჩნდა ნიკ მეისონიც.[27] ტურნეს დასურლების შემდეგ გილმორმა იმუშავა მრავალ მუსიკოსთან, რომელთა შორის იყო ჯგუფი The Dream Academy - ჰიტის "Life in a Northern Town" შემქმნელი.[28]

1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ პინკ ფლოიდმა საკუთარი თავი ამოწურა.[29] გილმორმა და მეისონმა მას უპასუხეს პრეს-რელიზით, რომელშიც აცხადებდნენ, რომ განაგრძობდნენ ჯგუფის სახით მუშაობას.[30] გილმორმა საკუთარ თავზე აიღო პინკ ფლოიდის მართვა და ჩაწერა მეისონის და რიჩარდ რაიტის მცირე წვლილით ჩაწერა ალბომი A Momentary Lapse of Reason.[25] რაიტი ჯგუფში იურიდიულად მხოლოდ ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ დაბრუნდა.[25] გილმორი ამბობდა: „ჯგუფის მიმართულებასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გვქონდა, სანამ როჯერი წავიდოდა. ჩემი აზრით, სიმღერებში ძალიან დიდი რაოდენობის ტექსტები იყო და მათი მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ მუსიკა იქცა ტექსტის ფონად, და არც თუ შთამბეჭდავად. Dark Side of the Moon და Wish You Were Here ასეთი წარმატებული იყო არა მხოლოდ როჯერის წვლილის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათში იყო მუსიკასა და ტექსტებს შორის უკეთესი წონასწორობა. სწორედ ამას ვცდილობ A Momentary Lapse of Reason-ით - მეტი ყურადღება მუსიკაზე და წონასწორობის დაბრუნება“. 1986 წელს გილმორმა შეიძინა ბორანი Astoria, რომელიც ადაპტირებული იქნა ხმისჩამწერ სტუდიად.[31] პინკ ფლოიდის უკანასკნელი ალბომები, ისევე, როგორც დევიდის On an Island[32] და Rattle That Lock ამ სტუდიაში ჩაიწერეს.

2005 წლის 2 ივლისს გილმორი შეუერთდა პინკ ფლოიდს როჯერ უოტერსთან ერთად, Live 8-ის ფარგლებში. ამ ფონზე იმატა პინკ ფლოიდის ჩანაწერებით დაინტერესებამ და ყველაზე დიდი წარმატება იქონია Echoes: The Best of Pink Floyd-მა.[33] საკუთარი შემოსავალი ამ გამოსვლიდან დევიდმა შესწირა სხვადასხვა დაკავშირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.[33] იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ Live 8-ზე გამოსულ სხვა მუსიკოსებსაც მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ. პინკ ფლოიდს აშშ-ში ტურნეს სანაცვლოდ 150 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს, რაზეც მისმა წევრებმა უარი განაცხადეს.[34]

2006 წლის 3 თებერვალს იტალიურ გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ დევიდთან, რომელშიც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ პინკ ფლოიდი სავარაუდოდ აღარასოდეს ჩაატარებდა ტურნეს ან დაწერდა ახალ მასალას. „ვფიქრობ, რაც საკმარისია, საკმარისია. 60 წლის ვარ, მეტი მუშაობის სურვილი არ მაქვს. პინკ ფლოიდი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, კარგი დრო გავატარე, მაგრამ დასრულდა. ჩემთვის ნაკლებად რთულია მარტო მუშაობა.“[35]

Live 8-ზე საუბრისას იგი ამობდა: „ამ ღონისძიების მხარდაჭერის მიზეზი ერთზე მეტი იყო. მეორე იყო დამღლელი და არასასიამოვნო ურთიერთობა როჯერთან, რომელიც გულზე მაწვებოდა. ამიტომ გვსურდა დაკვრა და ამ სიბინძურის უკან დატოვება. მესამე ის არის, რომ ვინანებდი, თუ უარს ვიტყოდი.“ 2006 წლის 20 თებერვლის ინტერვიუში დევიდმა Billboard-თან პინკ ფლოიდის მომავალზე საუბრისას აღნიშნა: „ვინ იცის? ამის გეგმები არ მაქვს. მე მსურს საკუთარი კონცერტები და საკუთარი სოლო ალბომის გამოცემა.“

2006 წლის დეკემბერში გამოვიდა დევიდის მიერ ჩაწერილი "Arnold Layne", როგორც მიძღვნა სიდ ბარეტისადმი, რომელიც იმავე წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. [36] მასში შეტანილია სიმღერის როგორც რიჩარდ რაიტის მონაწილეობით, ასევე დევიდ ბოუისთან ერთად ჩაწერილი ვერსია. [36] სინგლი ბრიტანეთის ჩარტის #19 პოზიციაზე მოხვდა.[37]

2005 წლის Live 8-ზე გამოჩენის შემდეგ გილმორი კვლავ ამბობდა, რომ პინკ ფლოიდი აღარ გაერთიანდებოდა. მას შემდეგ, რაც რიჩარდ რაიტი 2008 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, გაერთიანების შესაძლებლობა საერთოდ გამოირიცხა.[38] ჯგუფის სამივე დარჩენილი წევრი აღნიშნავდა რაიტის როლს პინკ ფლოიდის ჟღერადობაში[39]. 2015 წლის აგვისტოში, ალბომის Rattle That Lock გამოცემამდე ჩაწერილ ინტერვიუებში დევიდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პინკ ფლოიდი დასრულებული იყო და აღარ არსებობდა. The Endless River, რომელიც ეფუძნება 1993-1994 წლებში რაიტის მონაწილეობით ჩაწერილ მასალას, 2014 წლის ნოემბერში გამოიცა, როგორც ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დევიდ გილმორი

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. გილმორს ჰყავს სამი და-ძმა: პიტერი, მარკი და კეთრინი.[7]

ციტატები[რედაქტირება]

  1. Gilmour, David. Encyclopedia of Popular Music. Oxford Music Online. წაკითხვის თარიღი: 4 June 2014.
  2. For 250 million records sold see: Pink Floyd Reunion Tops Fans' Wish List in Music Choice Survey. Bloomberg Television (26 September 2007). წაკითხვის თარიღი: 2 August 2012.; For 74.5 million RIAA certified units sold see: Top Selling Artists. RIAA. წაკითხვის თარიღი: 2 August 2012.
  3. Blake 2008, p. 378.
  4. Q Awards 2008 Outstanding Contribution. .qawards.co.uk. წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  5. Fitch 2005, p. 115.
  6. Blake 2008: the house in Trumpington; Manning 2006.
  7. Blake 2008, p. 14.
  8. Manning 2006, pp. 10–11.
  9. Blake 2008, pp. 18–19.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Manning 2006, p. 11.
  11. Blake 2008, pp. 15–17.
  12. Manning 2006: arrested for busking; PINK FLOYD – David Gilmour Photos, Biography, Apparel. Megapinkfloyd.com. წაკითხვის თარიღი: 9 August 2010.: malnutrition.
  13. Manning 2006, p. 18.
  14. Pattie Boyd: Wonderful Tonight, 2007.
  15. 15.0 15.1 Manning 2006, p. 44.
  16. Manning 2006, p. 38.
  17. Mason 2005: (primary source); Povey 2008: (secondary source).
  18. Schaffner 1991, p. 107.
  19. Blake 2008: (secondary source); Mason 2005: (primary source).
  20. Blake 2008, pp. 112.
  21. Blake 2008, pp. 90–113, 112.
  22. Povey 2008, pp. 78–80.
  23. Povey & Russell 1997, p. 185.
  24. Schaffner 1991, pp. 221–222.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 Miles, Barry (1994). Pink Floyd the visual documentary, Updated, London: Omnibus. ISBN 0-7119-4109-2. 
  26. Schaffner 1991, p. 123.
  27. Blake 2008, p. 304.
  28. Blake 2008, p. 312.
  29. Povey 2008, pp. 240–241, 246.
  30. Povey 2008, p. 240.
  31. Blake 2008, p. 318.
  32. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd – The Music and the Mystery. London: Omnibus,. ISBN 978-1-84938-370-7. 
  33. 33.0 33.1 Pink Floyd gives back. წაკითხვის თარიღი: 2 December 2007.
  34. Pink Floyd offered millions to tour. წაკითხვის თარიღი: 2 December 2007.
  35. Il requiem di David Gilmour "I Pink Floyd? Sono finiti". la Repubblica (3 February 2006). წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  36. 36.0 36.1 Mabbett 2010, pp. 140–141.
  37. Arnold Layne chart position. წაკითხვის თარიღი: 4 December 2007.
  38. Booth, Robert. (16 September 2008)Pink Floyd's Richard Wright dies. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 16 October 2013.
  39. afp.google.com, Pink Floyd's Gilmour mourns bandmate Wright. Google (16 September 2008). წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.